x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
საქართველოში ჭადრაკის სწავლება პირველ კლასში სავალდებულო გახდება
image

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, პირველი კლასიდან სკოლებში ჭადრაკის სწავლება სავალდებულო გახდება - ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.


"ამ საგნების სწავლამ მოსწავლეს უნდა შესძინოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მას დაეხმარება ცხოვრებისეული პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაში“, – აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში.


სამინისტროს განმარტებით, სავალდებულო საგნად ჭადრაკის შესწავლა 2022-2023 წლის სექტემბრიდან იგეგმება, მანამდე კი, ჭადრაკის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობით, აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, მასწავლებლების ტრენინგების ორგანიზებისა და სასწავლო რესურსების მომზადების კუთხით.



სკოლებში ჭადრაკის სწავლება გათვალისწინებულია ევროკავშირის 2012 წლის დეკლარაციით, რომელიც საგანმანათლებლო სისტემებში ჭადრაკის სწავლების დანერგვას ითვალისწინებს.


თუმცა, ამავე ბრძანების მიხედვით, პირველ კლასში ჭადრაკის სწავლება იმ შემთხვევაშია სავალდებულო, თუკი სკოლას შესაბამისად მომზადებული მასწავლებელი ჰყავს.


ჭადრაკი მათემატიკის საგნობრივ ჯგუფს განეკუთვნება. მათემატიკა I-XII კლასების ჩათვლით ისწავლება სკოლაში, ჭადრაკი კი მხოლოდ პირველ კლასში იქნება სავალდებულო.


„ჭადრაკი აუმჯობესებს მოსწავლეთა მრავალმხრივ უნარებს, როგორებიცაა: ყურადღება, კონცენტრირება, მეხსიერება, ანალიზი, ლოგიკა, გადაწყვეტილების მიღება, სივრცეში ორიენტირება და სხვა. ეს კი, პირდაპირ კავშირშია მათემატიკისა და სხვა საგნების სტანდარტებით განსაზღვრულ კომპეტენციებთან“, - აცხადებენ სამინისტროში.


სკოლებში ასევე სავალდებულო საგნად შემოდის „კომპიუტერული ტექნოლოგიები“, რომელიც ამავე ბრძანების მიხედვით, მეორე, მესამე და მეოთხე კლასებში აქამდე ნებაყოფლობითი იყო – სკოლას სურვილის შემთხვევაში შეეძლო დაემატებინა კვირაში ერთი საათი.

0
65
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0