x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
"მე გეტყვით სინამდვილეში რატომ დაიჭირა ბატონმა ბიძინამ გვარამია"- რას წერს თეა თუთბერიძე

image


პოლიტიკური მოძრაობა "კმარას" ყოფილი ლიდერი თეა თუთბერიძე, "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვის ვადით დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მისი დაჭერის ბიძინა ივანიშვილისეულ ვერსიას ახმოვანებს:


"მე გეტყვით ახლა სინამდვილეში რატომ დაიჭირა ბატონმა ბიძინამ გვარამია. ცუდი კი არაფერი უნდა, უბრალოდ ახლა გაუშვა ღარიბაშვილი ბრიუსელში და იქ ხომ კითხავენ ღარიბაშვილს აბა რატომ დაიჭირეთ თავისუფალი ოპოზიციური მედიის დირექტორიო, ეგაა თქვენი დემოკრატიის ქონაო?!


ხო და ჩემი ირაკლიც უპასუხებს - აი რომ არ გვიღებთ იმიტომაც არა გვაქვს დემოკრატია ბატონებოო! მიგვიღეთ და გვექნებაო! თქვენ კიდევ გგონიათ რომ ბატონ ბიძინას ცუდი უნდა მაგ ქვეყნისთვის. დაუნახავებო თქვენ! ბრძენი კაცია ბატონი ბიძინა და იცის როგორ უნდა ელაპარაკოს ევროპას!" - წერს თეა თუთბერიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ დღეს, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა. დახურული შეხვედრა, რომელსაც სხვადასხვა მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გაიმართა.


შეხვედრის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა განაცხადეს, რომ საუბარი ნიკა გვარამიას დაკავებას შეეხო. "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი გაბუნიას თქმით, შეხვედრის მონაწილეებმა აშშ-ის ელჩს სთხოვეს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენოს ნიკა გვარამიას გასათავისუფლებლად.

0
711
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
711