x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კინოს და თეატრის ლეგენდამ ალენ დელონმა გადაწყვიტა სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულოს
image

როგორც კინოს და თეატრის ცოცხალი ლეგენდის შვილი ენტონი საუბრობს შვეიცარიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, მამამისმა საბოლოოდ გადაწყვიტა ევთანაზია გაიკეთოს.


მოგეხსენებათ, ალენმა ორმაგი ინსულტი გადაიტანა, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნით დაეღუპა მის ცხოვრებაში ერთადერთი ოფიციალური ცოლი და შემდგომში უახლოესი მეგობარი ნატალი დელონი, რაც ძალიან განიცადა ცნობილმა მსახიობმა.


ალენ დელონმა წინასწარ დაწერა ანდერძი რათა ოთხ შვილს შორის მისი სიკვდილის შემდეგ ქონებაზე დავა აერიდებინა. ალენს ჰყავს ოთხი შვილი-ენტონი, ანუშკა, ალენ-ფაბიენი და კრისტიან აარონი.



შვეიცარიაში ევთანაზია კანონით დაშვებულია, ალენი კარგა ხანია რაც შვეიცარიაში ცხოვრობს.


"სიბერე საშინელებაა, შენ კარგავ იმ ადამიანებს ვინც გიყვარდა, სახე გიმახინჯდება, მხედველობას კარგავ, იცით რამდენი ხანია სარკეში არ ჩამიხედია"-ასეთი დამრთგუნველი პასუხი გასცა შვეიცარიის საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტს ლეგენდარულმა მსახიობმა, რომელმაც თავისი გარეგნობით და ბრწყინვალედ შესრულებული როლებით დაამახსოვრა თავი ათეულობით მილიონ ადამიანს.


"ჩვენ ვცდილობთ მამას გადავაფიქრებინოთ ევთანაზია, მაგრამ მას უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი აქვს. ევთანაზია უნდოდა დედასაც, საბედნიეროდ ისე მიიცვალა ევთანაზიის გაკეთბა არ გახდა საჭირო, თუ მაინც ვერ გადავაფიქრებინებთ მამას, მე მასთან ვიქნები უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, როგორც ეს გავაკეთე დედის დროს"-განაცხადა ენტონიმ.


სამწუხაროა, თუ ალენ დელონი ასე დაასრულებს სიცოცხლეს, მაგრამ ყველას აქვს არჩევანის გაკეთების უფლება. ფაქტი ერთია, ასაკოვანი 86 წლის ალენი ძალიან დააკლდება საზოგადოებას.


image რა მურტალი რამეა სიბერე, ევთანაზიის რა მოგახსენოთ, მაგრამ ღრმა სიბერემდე სიცოცხლე ნამდვილად არ მინდა, მინდა ისეთი ვახსოვდე ყველას, როგორიც ვიქნები 20-30 წლის შემდეგ მაქსიმუმ.

imageimageimage





0
499
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
499