x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კანადის ძირძველი მოსახლეობის გენოციდი

image
ბევრი ინფორმაციაა იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა დღევანდელი აშშ-ს ტერიტორიაზე, მაგრამ ნაკლებადაა ცნობილი კანადის ძირძველი ხალხების ჩაგვრის შესახებ.

არც ისე დიდი ხნის წინ, ძველი საბავშო პანსიონის ყოფილ ტერიტორიაზე 750 უსახელო საფლავი აღმოაჩინეს.

ცოტა ხნით ადრე იპოვეს 215 ბავშვის ნეშტი. ადგილობრივი ხალხების საზოგადოებაში მას "დანაშაულის ადგილი" და "საკონცენტრაციო ბანაკი" უწოდეს. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მეტ სამარხს აღმოაჩენენ.

გენოციდი თუ ცივილიზაციასთან შერწყმა?

image
1863-დან 1998 წლამდე კანადაში არსებობდა 130-ზე მეტი სახელმწიფო დაფინანსებული სკოლა-ინტერნატი. იქ გაგზავნეს 150 000-ზე მეტი ბავშვი, რომლებიც იძულებით წაართვეს მშობლებს, რათა გაეერთიანებინათ ისინი კანადურ საზოგადოებაში. მონაცემები განსხვავებულია, მაგრამ 3, 2 ათასიდან 6 ათასამდე გარდაიცვალა ცემითა და დაავადებებით, სხვები კი ყოფის საშინელი პირობების გამო გაიქცნენ. საერთო საცხოვრებლები მოწყობილი იყო ცუდად აშენებულ და ცუდად გამთბარ შენობებში, ყოველგვარი სანიტარული საშუალებების გარეშე. ბავშვები ცუდად იკვებებოდნენ და მათ ცუდად მკურნალობდნენ. მათ არა სახელებით, არამედ ნომრებით მიმართავდნენ. მშობლებს შვილების მონახულების უფლება არ ჰქონდათ.
image
ბავშვებს ეკრძალებოდათ თავიანთ ენაზე საუბარი, მათი ხალხური წეს-ჩვეულებების დაცვა. ადგილი ჰქონდა სექსუალურ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან.
„ჩვენ დამცირებულნი ვიყავით როგორც ხალხი და ჩვენი იდენტობის მიმართ ზიზღის განცდას გვინერგავდნენ" , - თქვა ფლორენს სპარვიერმა, ერთ-ერთი ამ სკოლა-ინტერნატის ყოფილმა მოსწავლემ პრესკონფერენციაზე. ერთ-ერთი ტომის ჩეროკის (Cherokee) ბელადი ჩაკ ჰოსკინი ასახელებს პანსიონატებს, როგორც მთავარ მიზეზს იმისა თუ რატომ დაივიწყა ხალხმა თავისი ძირძველი ენა. რიგ შემთხვევებში, მშობლიური ენა და კულტურა სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით გამობერტყეს ბავშვების გონებიდან. - ამბობდა ის.
image
2008 წელს კანადის ხელისუფლების მიერ შექმნილმა კომისიამ დაადგინა, რომ ამ სკოლა-ინტერნატების კურსდამთავრებულთა უმეტესობა არ დაბრუნებულა თავიანთ თემში. კომისიამ იძულებითი ასიმილაციის პოლიტიკას კულტურული გენოციდი უწოდა. კანადის მთავრობამ ბოდიში მოუხადა ძირძველ მოსახლეობას. მაგრამ კათოლიკური ეკლესია, რომელის განკარგულებაში გახლდათ ასეთი პანსიონატების დაახლოებით 70% ბოდიშის მოხდას არ ჩქარობს.
image
პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ამ აღმოჩენას უწოდა "სისტემური რასიზმის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის სამარცხვინო ფაქტი", რომელიც ადგილობრივი, ძირძველი მოსახლეობის მიმართ ხორციელდებოდა. დანგრეული იქნა იმ მოღვაწეების რამდენიმე ძეგლი, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ სკოლა-ინტერნატების შექმნაში. სხვათა შორის, იგივე სკოლები იყო შეერთებულ შტატებში 1819-1969 წლებში, მაგრამ მათ აკონტროლებდა ფედერალური ხელისუფლება და არა ეკლესია.
image

ყოფილი სკოლის მოსწავლეები ასევე იხსენებდნენ კარგ მომენტებსაც, მოსწონდათ ფისკულტურისა და და ხელოვნების გაკვეთილები, განვითარების სექციები. მაგრამ დაწესებულებებში გამეფებულმა დესპოტურმა დისციპლინამ გაანადგურა მოსწავლეების ფსიქიკა. სტატისტიკის მიხედვით, კურსდამთავრებულები კრიმინალები ხდებოდნენ, ციხიდან ციხეში ცხოვრობდნენ. ბევრმა აღნიშნა, რომ მათთვის რთულია შვილებთან ურთიერთობა, ბავშვობაში განცდილი დამცირების გამო.

12
420
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
420
  
2022, 18 მაისი, 17:15
როგორც ყოველთვის...
2022, 18 მაისი, 17:10
კანონი საზღვრავს ურთიერთობას სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, საპატრიარქოს არანაირი უფლება არა აქვს სახელმწიფო პოლიტიკაში ჩაერიოს, მაგრამ აქ ყველაფერი უკუღმაა.
2022, 18 მაისი, 17:05
ბევრი შეშფოთდება და გაკიცვას დამიწყებს, მაგრამ საქართველოს ეკლესიის დიდი დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო არც თუ განვითარებული ქვეყანაა. მხოლოდ ის რა დ ღირს ჩიპიან პირადობის მოწმობებზე რომ სკანდალი გამართეს.
ქვეყანა, რომელსაც სასულიერო პირები მართავენ ვერასოდეს იქნება პროგრესული.
2022, 18 მაისი, 17:01
პირიქით, მე რაც მაქვს წაკითხული ირანის შაჰს ფეჰლევ რეზას მხარს ამერიკელები უჭერდნენ.
2022, 18 მაისი, 16:59
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად აშშ-მ მხარი არ დაუჭირა დემოკრატიულ მოღვაწეებს რაღაც პოლიტიკური მიზნების გამოო. მე რაც გამიგია იმას ვამბობ, მაგრამ რუსები რას არ იტყვიან...
2022, 18 მაისი, 16:54
ასეცაა, იაპონელები სისასტიკით გერმანულ გესტაპოელებს არ ჩამოუვარდებოდნენ მეორე მსოფლიო ომში.
რომ არა ირანის რევოლუცია დღეს ირანი იქნებოდა ერთერთი მაღალგანვითარებული მონარქიული სახელმწიფო, ახლა კი რაცაა ვხედავთ.
2022, 18 მაისი, 16:49
მას შემდეგ აშენდა იაპონია. არც მანამდე იყო ჩამორჩენილი, იმპერატორ მეიჯის რეფორმების წყალობით, რომელმაც ქვეყანა დასავლურ ყაიდაზე გადაიყვანა. თავად იაპონელები ნაგასაკისა და ხიროსიმას ტრაგედიას იაპონიის სამეფო კარს აბრალებენ და არა შშ-ს.
2022, 18 მაისი, 16:41
არა ჩვენთან მიმართებაში იგივეს გაკეთება გამორიცხულია. ამერიკული ბაზა დგას დღეს იაპონიაში კუნძულ ოკინავაზე.
ამერიკელებმა შური იძიეს ფორტ--ჰარბორის გამო და მსოფლიოს დაანახეს, რომ მეტისმეტად დიდი "ჯოხი" ჰქონდათ ურჩების ჭკუაზე მოსაყვანად.
2022, 18 მაისი, 16:22
შეეჩვივნენ. ბიძაჩემი ვერ იტანს შშ-ს და ერთი არგუმენტი ეს აქვს მეორე კი ხიროსიმასა და გაგასაკის დაბომბვა ატომური ბომბებით. ამბობს ჩვენც იგივეს გვიზამენ, რაც იდნიელებს გაუკეთესო.
2022, 18 მაისი, 16:16
აბორიგენი ამერიკელი ინდიელების თაობაზე ამერიკაში მცხოვრებ მეგობართან მქონდა საუბარი, არ უნდათ რეზერვაციიდან გამოსვლა რადგან სახელმწიფოსგან ისეთი პირობები და კომფორტი აქვთ შექმნილი, მისი დაკარგვა არ უნდათ, თორემ იქ გაჩერებას არ აიძულებენ დიდი ხანიაო.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10