x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134389
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ფილმებში დამალული 14 საინტერესო დეტალი, რომელსაც მხოლოდ ნამდვილი კინომანი თუ შეამჩნევს

image


ხანდახან კინორეჟისორები ამა თუ იმ კადრში პატარ - პატარა "მარგალიტებს" საგანგებოდ ათავსებენ, რათა კინომანები დაკვირვეულობაში გამოსცადონ. შეამოწმეთ თქვენი თავი, შეამჩნიეთ თუ არა რეჟოსორთა ეს ხრიკები თქვენს საყვარელ მხატვრულ და ანიმაციურ ფილმებში.




"ბნელი ფენიქსი"



როდესაც ფილმში "ბნელი ფენიქსი" (2019) პროფესორი იქსი მაგნეტოს ესაუბრება, მის მაჯაზე ნათლად ჩანს "Rolex Milgauss" -ის მაჯის საათი.


image


ამ საათებს ერთი საინტერესო თვისება აქვთ: მათზე არ მოქმედებს მაგნიტური ველები მაგნიტური ინდუქციის დონით 1000 გაუსამდე (მაგნიტური ინდუქციის სიძლიერის საზომი ერთეული) სწორედ აქედან გამომდინარეობს მისი სახელწოდებაც. მიუხედავად იმისა რომ აღნიშნული მოდელი 1956 წელს შეიქმნა, საათების მწარმოებელი შვეიცარიული კომპანიის "Rolex"-ის ეს მოდელი დღემდე გაყიდვაშია.




"ზოოტოპია"



ანიმაციურ ფილმში "ზოოტოპია" პოლიციის უფროსი, კამეჩი ბოგო, დოკუმენტებთან მუშაობისას სათვალეს ატარებს.


image


ეს არა მხოლოდ პატარა სასაცილო დეტალია, არამედ მინიშნება კამეჩების ფიზიოლოგიურ მახასიათებელზე: მათ მართლაც ძალიან ცუდი მხედველობა აქვთ.





"ჯონ ვიკი"



2014 წელს გადაღებულ ფილმში "ჯონ ვიკი" არის რამდენიმე სცენა, სადაც ნათლად ჩანს რომ მთავარი გმირი საათს მაჯაზე ჩვეულებრივი, ტრადიციული წესით ატარებს.

image


თუმცა, საბრძოლო სცენებისას და შემდეგ, საათი პოზიციას იცვლის, და ციფერბლატი მაჯის შიდა მხარეს ბრუნდება. ექსპერტების თქმით, ასე საათებს სპეცრაზმის ჯარისკაცები ატარებენ: ვინაიდან საათის ასეთი პოზიცია ხელს უშლის ციფერბლატის მინაზე შუქის ანარეკლს, რამაც შესაძლოა მტერს მათი ადგილმდებარეობა მიუთითოს.




"ჰერკულესი"



ბედისწერის ქალღმერთი, მოირა "ჰერკულესის" ერთ - ერთ სცენაში, ჰადესს პლანეტების მომავალ განლაგებას უჩვენებს.


image


და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მხოლოდ ექვს პლანეტას ვხედავთ, არ იფიქროთ, რომ ეს დისნეის პროდიუსერთა ბრალი იყო. მულტიპლიკატორები შეგნებულად შემოიფარგლნენ ექვსი პლანეტით, რადგან ძველ ბერძნულმა ასტრონომიამ დედამიწის გარდა მხოლოდ ხუთი პლანეტა - მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი და სატურნი იცოდა. მეექვსე სურათზე კი, რაღა თქმა უნდა, - დედამიწაა.





"მოანა"


"მოანაში" ბებია რომელიც მთავარ გმირს ცხოვრებისეულ სიბრძნეებს აზიარებს, აღნიშნავს, რომ მათმა ხალხმა გემების გაგზავნა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის შესასწავლად შეწყვიტა, როგორც ამას ადრე აკეთებდა.


image


ამ სიტყვებში ის პოლინეზიელთა ისტორიის რეალურ ეპიზოდს ახსენებს, რომელიც "გრძელ პაუზად" არის ცნობილი. დღემდე არავინ იცის კონკრეტულად თუ რამ გამოიწვია აღნიშნული პაუზა.





"ჯუნგლების წიგნი"



2016 წლის "ჯუნგლების წიგნში" მეფე ლუი - ორანგუტანი არ გახლავთ, როგორიც ის 1967 წლის ანიმაციურ ფილმში იყო. მხატვრულ ფილმში ლუი უმაღლესი პრიმატების გადაშენებულ წარმომადგენლად - გიგანტოპითეკად იქცა, რომლის ნაშთებიც მეცნიერების მიერ იქნა აღმოჩენილი, რომლებიც ძალიან ჰგავდა თანამედროვე ორანგუტანების ნაშთებს.


image


პროდიუსერებმა გადაწყვიეს მაიმუნის გარეგნობა შეეცვალათ, ვინაიდან ორანგუტანები ინდოეთისთვის დამახასიათებელ სახეობას არ წარმოადგენდნენ, ხოლო აი, გიგანტოპითეკები კი მეცნიერთა აზრით, ნამდვილად ბინადრობდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც სიუჟეტის მიხედვით მოქმედება ვითარდება.





"მაღლა"


image


ერთ - ერთ სცენაში დაგი დანარჩენი ძაღლებისგან - დობერმანისგან, როტვეილერისგან და ბულდოგისგან განსხვავებით კევინის ჩიტის პოვნას შეძლებს. აქ შემქმნელებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ლაბრადორები (დაგი) სხვებისგან განსახვავებით იდეალური მაძებრები არიან.





"სპაიდერმენი: სამყაროს მიღმა"



ანიმაციურ ფილმში "სპაიდერმენი: სამყაროს მიღმა", როდესაც მაილსი პიტერ პარკერს დენტს არტყამს, ნახატის მიხედვით ელექტროენერგია არ მისი ჩონჩხის, არამედ მისი ნერვული სისტემის გავლით გადის.


image


ალბათ, მხატვარმა იცოდა, რომ ნერვები ელექტრული სიგნალების გამტარია და გადაწყვიტა, რომ შიდა სიგნალები გარედან მიღებულისგან არაფრით განსხვავდებოდა.




"იქს-ადამიანები: პირველი კლასი"



ფილმში "იქს-ადამიანები: პირველი კლასი" არის სცენა, სადაც ახალაზრდა მაგნეტო ცდილობს გამოიყენოს თავისი სუპერ ძალა 5 მარკიანი მონეტის გადასაადგილებლად, თუმცა ამ დავალებას ის თავს ვერ ართმევს.


image


ეს ეპიზოდი უცნაურად გამოიყურება: რატომ არ შეუძლია სუპერ ძალის მქონე პერსონაჟს მონეტის დაძვრა? თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მარკები უაღრესად არამაგნიტური მასალისგან, ვერცხლისგან იყო დამზადებული. ვერცხლის ამ თვისებიდან გამომდინარე კი, ეპიზოდი უფრო გასაგები ხდება, მით უმეტეს, რომ იმ დროს მაგნეტო თავისი ნამდვილი პოტენციალის გამოვლენას ჯერ მხოლოდ იწყებდა და ბევრი რამ ჯერ კიდევ არ იცოდა.






"ტრონი: მემკვიდრეობა"


ფილმ "ტრონი: მემკვიდრეობის" გმირი კვორა - კომპიუტერული პროგრამის ნაწილია. სემთან საუბარში ის აღნიშნავს, რომ მას მამის დამარცხება რაღაც ფუტურისტულ სტრატეგიულ თამაშში უჭირს.


image


თუმცა, სინამდვილეში საუბარია ჩინურ სამაგიდო თამაშ გოზე, რომლიც კომპიუტერისთვის იმდენად რთული ასთვისებელია რომ კომპიუტერულმა პროგრამამ გოში მსოფლიო ჩემპიონის დამარცხება მხოლოდ 2016 წელს შეძლო. ასე რომ, როგორც ჩანს, კვორას მამის დამარცხება გაუჭირდა, რადგან აღნიშნული თამაში კომპიუტერული პროგრამებისთვის საკმაოდ რთული ასათვისებელია.




"ალადინი"


ანიმაციურ ფილმში "ალადინი" არის სცენა, სადაც ჯინი წიგნაკში თავისი პატრონის ბრძანებას წერს.


image


თუ კარგად დააკვირდებით დაინახავთ, რომ ის მარჯვნიდან მარცხნივ წერს. სიუჟეტის მიხედვით, მოქმედება საუდის არაბეთში ვითარდება, ჯინი წერს არაბულად და აკეთებს ამას ისე, როგორც ეს არაბულშია მიღებული - მარჯვნიდან მარცხნივ. ასე რომ, ჯინი აშკარად არაბულ ენაზე მოლაპარაკე პერსონაჟია!




"სურვილით დაბრმავებული"



ფილმში "სურვილით დაბრმავებული" ელიზაბეტ ჰარლი, რომელიც მასწავლებლის როლში ეშმაკს განასახიერებს, სასკოლო დაფიდან მათემატიკის განტოლებას შლის.


image


მათემატიკოსები ამ ეპიზოდს განსაკუთრებით დააფასებენ: ბოლოს და ბოლოს, დაფაზე ხომ მათემატიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული - ფერმას დიდი თეორემაა მოცემული, რომლის ამოხსნასაც მეცნიერები მრავალი ათწლეულის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. დიახ, მხოლოდ ეშმაკს თუ შეუძლია სკოლის მოსწავლეებს ასეთი ამოცანის ამოხსნა შესთავაზოს!




"მოანა"


image


როდესაც მაუი განსხეულდება, მის სხეულზე ჯადოსნური კაუჭი გამოისახება.





"ნემოს ძიებაში"



ანიმაციურ ფილმ "ნემოს ძიებაში" სხივფარფლიანი თევზი "მავრიტანული კერპის" (Zanclus cornutus) სახეობას განეკუთვნება. ეს ტროპიკული წყლის ხერხემლიანი ცხოველი იმით არის ცნობილი რომ ის ვიწრო გარემოში, მაგალითად როგორიცაა - აკვარიუმი რთულად ადაპტირდება.


image


აი, გამუდმებით რატომ ცდილობს ის გაქცევის სხვადასხვა გეგმის დასახვას - "მავრიტანელი" იმდენად არაკომფორტულად გრძნობს თავს აკვარიუმში, რომ მისთვის ბუნებრივ გარემოში დაბრუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.






0
1049
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1049