x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პენტაგონმა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან შეხვედრის 400-მდე შემთხვევაზე ისაუბრა (ვიდეო)
image

ოფიციალური პირები დარწმუნებულები არიან, რომ ერთ ვიდეოში პირამიდის ფორმის ობიექტები უპილოტო მფრინავი აპარატები იყო.


პენტაგონის მაღალჩინოსნებმა სამშაბათს წარმომადგენლობათა პალატას მოახსენეს, რომ ამჟამად არის დაახლოებით 400 მოხსენება სამხედრო პერსონალისგან ამოუცნობი მფრინავი ობიექტებთან შესაძლო შეხვედრის შესახებ, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა შარშანდელთან შედარებით, გასულ წელს აშშ-ს დაზვერვის საზოგადოების მიერ გამოქვეყნებულ მთავარ ანგარიშში 144 ინციდენტზე იყო საუბარი.


საზღვაო ძალების წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა სამშაბათს მოსმენაზე, რომ საქმის გამომძიებლები "საკმარისად არიან დარწმუნებულნი", რომ პირამიდის ფორმის მფრინავი ობიექტები, რომლებიც დაფიქსირებულია სამხედროების მიერ გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოში, სავარაუდოდ, უპილოტო მფრინავი აპარატები იყო.



კადრებმა, რომელის ნამდვილობაც სამხედროებმა გასულ წელს დაადასტურეს, ხელი შეუწყო ინტერესის გაღვივებას სავარაუდო უცხოპლანეტელების მიმართ, რომლებსაც ასევე უწოდებენ "ამოუცნობ საჰაერო ფენომენებს" ანუ შემოკლებით UAP-ს.


ინდიანას შტატის წარმომადგენელმა პალატაში, რესპუბლიკელმა ანდრე კარსონმა, ტერორიზმთან, კონტრდაზვერვასთან და კონტრგავრცელებასთან ბრძოლის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, სამშაბათის მოსმენას უწოდა პირველი 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რომელიც ფოკუსირებული იყო საჰაერო ინციდენტებზე.


UAP, კარსონის თქმით, „არის პოტენციური საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის და როგორც ასეთი, უნდა განიხილებოდეს.ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, UAP-თან დაკავშირებული სტიგმა დაზვერვას კარგი ანალიზის გაკეთებისთვის ხელს უშლიდა, ” დასძინა მან." პილოტები მოხსენებას თავს არიდებდნენ ან დასცინოდნენ, როდესაც ამის გაკეთებას ცდილობდნენ."


სამხედრო-საზღვაო დაზვერვის დირექტორის მოადგილის, სკოტ ბრეის თქმით, UAP-ის ანგარიშების რიცხვი გაიზარდა 144-იდან "დაახლოებით 400-მდე", რომელის დაფიქსირდა 2004-2021 წლების მონაკვეთში.


ბრეიმ პალატას განუცხადა, რომ ზრდა გამოწვეულია 2021 წლის ანგარიშის შემდეგ ასეთი ინციდენტების მიმართ სტიგმის შემცირებით.


"ჩვენ ვაკვირდებით არასანქცირებულ და/ან ამოუცნობი თვითმფრინავების ან ობიექტების მზარდ რაოდენობას, ასევე სამხედრო კონტროლის სასწავლო ზონებს, სასწავლო პოლიგონებს და სხვა მონიშნულ საჰაერო სივრცეს”, - თქვა ბრეიმ. „ნახვის შესახებ ცნობები ხშირი და უწყვეტია“.


მაგრამ ბრეი თვლის, რომ ახლად გაჟღერებული მოხსენებიდან ბევრი წინა წლების ინციდენტებიდან არის, რომლებსაც ხალხი მხოლოდ ახლა ავრცელებს, რაც მას აფიქრებინებს, რომ მომავალში ნაკლები ახალი ანგარიშები იქნება.


გასული წლის დაზვერვის მოხსნებიდან 144 -იდან მხოლოდ ერთი ინციდენტის ახსნა გახდა შესაძლებელი, სადაც არ იყო ნახსენები სიტყვა ":უცხოპლანეტელი " ან "ამოუცნობი მფრინავი ობიექტი", ყველა დანარჩენზე მოხსენებაში ეწერა, რომ "დამატებით კვლევას საჭიროებს".



”არსებობს მცირე ნაწილი [მოვლენების], რომლებსაც აქვთ ფრენის და მართვის მახასიათებლები, რისი ახსნაც ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენს მიერ არსებული მონაცემებით, -დასძინა სკოტ ბრეიმ -ეს არის, ცხადია, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო."


0
493
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
493
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0