x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
ემბერ ჰერდი სასამართლოში გამოტყდა, რომ იცრუა და ჯონი დეპისგან კომპენსაციით მიღებული 7 მილიონი დოლარი ქველმოქმედებისთვის არ გაუცია

image
ემბერ ჰერდისა და ჯონი დეპის სასამართლო პროცესი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე განხილვადთემად რჩება. სასამართლო პროცესს პირდაპირ ეთერშიც კი აჩვენებენ. უკანასკნელი პროცესიდან სიახლეებიც გავრცელდა, ემბერ ჰერდმა აღიარა, რომ მანამდე სასამართლოში იცრუა და ჯონი დეპისგან 2018 წელს კომპენსაციის სახით მიღებული თანხა არ გადაურიცხავს საქველმოქმედო ფონდისთვის, რასაც თავიდანვე ჰპირდებოდა მოსამართლეს. ჰერდი ამასაც დეპს აბრალებს, იმის გამო, რომ ყოფილი მეუღლე ახლა თავად უჩივის სასამართლოში და კომპენსაციის სახით 50 მილიონს ითხოვს კარიერის განადგურების გამო, არ შეუძლია სრული თანხის საქველმოქმედო ფონდში გადარიცხვა.image

“მე ვერ შევძელი ამ შემოწირულობის გაგზავნა, რადგან ჯონი დეპმა მიჩივლა 2019 წელს. მე მაინც სრულად ვაპირებ ჩემი დაპირებების შესრულებას, მაგრამ ამისათვის აუცილებელია, რომ მან შეწყვიტოს ჩემთან სასამართლო დავა"- განაცხადა ქალმა სასამართლოში.

აქამდე ჰერდი ამტკიცებდა, რომ სრული თანხა გადარიცხა საქველმოქმედო ფონდებში, თუმცა მოგვიანებით, თუმცა, მოგვიანებით დეპმა და მისმა ადვოკატებმა გაარკვიეს რომ ჰერდმა ფული მაინც მიითვისა: მტკიცებულებად მან სასამართლოში წარადგინა სამედიცინო დაწესებულების მიერ დაწერილი წერილის ასლი, სადაც საავადმყოფოს ხელმძღვანელობა დაინტერესებულია, გეგმავს თუ არა მსახიობი თანხების გადარიცხვას. ACLU-ს ხელმძღვანელმა სასამართლოშიც აჩვენა, რომ ორგანიზაციამ დაპირებული 3, 5 მილიონი ვერ მიიღო. ასევე თქვეს, რომ ჰერდის სახელით სულ 1, 3 მილიონი დოლარი იყო შემოწირული, საიდანაც $350, 000 პირდაპირ მისგან, $100, 000 დეპისგან და $500, 000 ილონ მასკის სახელით იყო. ცნობილია ისიც, რომ ჰერდი დეპს მილიარდერ ილონ მასკთან ქორწინების პერიოდშიც ღალატობდა, ისევე როგორც მსახიობ ჯეიმს ფრანკოსთან.imageimage

სასამართლო პროცესები იმართება ფეირფაქსის ოლქის (ვირჯინიის) რაიონულ სასამართლოში მიმდინარე წლის აპრილიდან. ჯონი დეპმა ცილისწამების გამო სარჩელი შეიტანა ყოფილ ცოლის Washington Post-თან ინტერვიუს გამო, მასში ჰერდმა დეპი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა და მსახიობს ჰოლივუდმა ბოიკოტი გამოუცხადა.

0
544
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
544
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0