x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
იტალიაში რუსული კულტურის აკრძალვის გამო, პირდაპირ ეთერში ხელჩართული ჩხუბი ატყდა(ვიდეო)
image

შემთხვევა Maurizio Costanzo Show-ზე მოხდა.


Tgcom24-ზე იტალიური თოქ-შოუს Maurizio Costanzo Show-ის ეთერში ჩხუბი მოხდა რუსული კულტურის აკრძალვის შესახებ დისკუსიის გამო.


ინციდენტის მონაწილეები გადაცემაში მოწვეული ექსპერტები იყვნენ - ტელეწამყვანი ჯამპიერო მუგინი და კრიტიკოსი ვიტორიო ზგარბი.



ზგარბის თქმით, რუსი ხელოვანების დასავლეთში მოღვაწეობის აკრძალვა უკანონო და უსამართლოა. კრიტიკოსმა დაუშვებლად მიიჩნია ის ფაქტი, რომ დირიჟორი, მომღერალი ან სპორტსმენი იმიტომ, რომ რუსეთის მოქალაქეა აუკრძალო გამოსვლა, მან ასეთ ფორმას „ფაშიზმი" უწოდა.


„თუ მომღერალს ან დირიჟორს არ უშვებენ იტალიაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ის რუსეთიდანაა, ან რუს სპორტსმენს არ უშვებენ, მაშინ ეს არის ფაშიზმის ფორმა დასავლეთის მხრიდან. ეს მიუღებელია! ეს არის ხალხი, ვისაც აქვს ღირსება და სიყვარული ხელოვნებისადმი! ისინი უნდა დავიცვათ! ყოველთვის და ბოლომდე!" - განაცხადა ექსპერტმა და დასძინა, რომ ასეთ ვითარებაში შეუძლებელია ხელოვნებისა და მუსიკის "დასჯა".


ჯამპიერო მუგინი კი თვლის, რომ რუსმა არტისტებმა უნდა ისაუბრონ უკრაინაში მიმდინარე ომის წინააღმდეგ და მხოლოდ პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირების შემდეგ შეუძლიათ გამოვიდნენ სცენაზე. ამ მოსაზრებამ ზგარბი გააბრაზა. მან ოპონენტს „ფაშისტი“ და „კრეტინი“ უწოდა, რის შემდეგაც მუგინი გამოენთო და სტუდიაში ჩხუბი გაჩაღდა, რა დროსაც სტუდიაში დეკორაცია გადავარდა.


ტელეშოუს ორგანიზატორებს სარეკლამო პაუზის გაკეთება მოუწიათ, იტყობინება გამოცემა Ruposters-ი.


15
798
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
798
  
2022, 31 მაისი, 23:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მარტოხელა მონადირე-ის კომენტარზე
აზრი არ აქვს მაგას,რომ შეძლებოდათ აქამდე იზავდნენ მაგას,მაგრამ ღარიბები არიან,ფული არ აქვთ და შესაბამისად,განათლების ნაკლებობას განიცდიან. ზოგადად,განათლების ნაკლებობას ყველა რუსი განიცდის,მარა ეგ კატეგორია განსაკუთრებით
შიმშილობით სიკვდილი უფრო სასტიკია,ვიდრე კედელთან მიყენება და ავტომატის ჯერი მიშვება.
კიდევ ვიმეორებ,რომ ჩემი მიდგომა არის უპირობოდ სწორი და არ საჭიროებს რაიმეთი ან ვინმეს აზრებით კორექტრებას :) თქვენ არ მოგწონთ და ყოველთვის საპირისპიროს მიმტკიცებთ ხოლმე,მაგრამ ეს არის ჩემი მორალიდან და ჩემი ცოდნიდან წამოსული ამბავი,რასაც არავის და არაფრის გამო არ შევცვლი. ერთი შეხედვით,თქვენი მოსაზრება რო რუსებს კოლექტიურად უნდა მოვთხოვოთ პასუხი და დავცეთ ბეჭებზე ბარემ არის მართებული,მაგრამ ქვედინებებს არ უყურებთ და ემოციურად უდგებით ამ საკითხს. ემოცია კი საღ აზრს კლავს ყოველთვის და არ შეილება ასე. ეს ქვედინებები ადვილი დასანახია და უბრალოდ,წყნარად უნდა შეხედოთ საკითხს. ნაციზმია აქ ქვედინებები. ერთია ის,რაც ხილულია და ჩანს,ხოლო მეორე,რაც უხილავია და არ ჩანს. ასე მაგალითად,როცა რამიე პროქტის განხორციელებას იწყებს მთავრობა და აცხადებს ტენდერს,ეს კარგია და ყველას უხარია,რაც ხილულია და ადამიანები ტაშსაც უკრავენ. სინამდვილეში კი,ეროვნული ბანკი ფულს ბეჭდავს და ბანკების გავლით უშვებს მიმოქცევაში,რათა დააფინანსოს ეს პროექტი ან პროექტები,ხოლო შენ ჯიბეში არსებული ფული უფასურდება. ეს პრობლემა დგას დღეს ქვეყანაში და ამას არავინ აქცევს ყურადღებას,როცა შიმშილობს უკვე ქვეყანა. ყველა აგინებს მთავრობას ამის გამო,მაგრამ რეალურად ეროვნული ბანკის ბრალია. ასეა ეგ შემტხვევაც,დედა ვუტუროთ რუსეთის იმპერიას და ყველა რუსს,მაგრამ რეალურად ნაციზმია და უფრო ცუდის მომტანია. რუსს დედა უნდა ეტიროს,მაგრამ ესე არა,ეს უნდა მხოდეს ეტაპობრვად და ჰუმანური მეთოდებით. არავინ გედავება იმაში,რომ რუსებმა ბევრი დააშავეს,მაგრამ იგივე არ უნდა გაიმეორო შენც,რასაც ებრძვი ის არ უნდა დაგემართოს
2022, 25 მაისი, 21:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

დამიახსოვრე,რომ ეგეთი მიდგომით უფრო შორდება საქართველო პრობლემის მოხსნას,ვიდრე პირიქით. ჩვენი მიზანი არ არის რუსი ერის მოსპობა,ჩვენ ჩვენსას ვითხოვთ და ამისათვის არ უნდა დაემსაგავსო რუსს,ვინ გენოციდს გიწყობდა და ხოცავდა განურჩევლად ყველას. შესაძლოა მოიშორო რუსი,მაგრამ სხვა პრობლემა გექნება გადასაჭრელი,ნაციზმით შეპყრობილი ჯგუფები,რომლებსაც "დიადი" მიზნისთვის ფრთებს შეასხავ და როცა რუსი აღარ ეყოლება,გადავლენ აზრებზე,სომხებზე,თურქებზე. არ არის სწორი გზა ეს ყველაფერი და ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს. გაგახსენებ,რომ ჰიტლერს ხელი შეუწყვეს და მოიყვანეს ხელისუფლებაში,რათა აღმოსავლეთიდან წამოსულ სტალინიზმს დაპირისპირებოდა,მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა ჯერ. ჯერ კაპიტალისტებს დაარტყა და მერე კომუნისტებს,ამან გამოიწვია მსოფლიო ომი. ძალიან საშიში სიტუაციაა,არ უნდა მისცე გასაქანი ნაციზმს,თორე ბუმერანგივით დაგვიბრუნდება. ვართ მზად,რომ ნაციზმს ვებრძოლოთ? უმართავ პროცესებს გამოიწვევს და არ შეიძლება ამის გაკეთება. ჩვენი მიზანი თავის დაცვა უნდა იყოს და არა ვინმეს გენოციდი,ნაციზმის წახალისება ან ბრმათ ვინმეზე მიყოლა. ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ თავდაცვისუნარიანობაზე და არა რუსების სანქციებზე. ადამიანების შიმშილი არ მოსულა,არც რუსის და არც არავისი. ომი ომია და ტყვიები ვარდება,მარგამ სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტა იწვევს კრიზისს და მასიურ შიმშილობას. რა გგონია,რომ ერთი მხარე ზარალდება ამით? მიწოდების ჯაჭვი არ უნდა გაწყდეს არცერთ შემთხვევაში,რაგდან ამას შედეგები მოყვება და ვინ იღებს ამ შედეგებზე პასუხისმგებლობას? გემახსოვრება,კორონას პირველ პერიოდში მთელი ოპოზიცია და მათი მომხრეები საგანგებო მდგომარეობას და ქვეყნის ჩაკეტვას მოუწოდებდა მთავრობას,დაუჯერეს და რაც მივიღეთ კი იცით. ქვეყანაში სერიოზული ინფლაცია არის და არ მომისმენია,რომ ვინმეს თავისი წილი პასუხისმგებლობა აეღო. ერთია მოუწოდებდე და მეორეა,პასუხისმგებლბას ინაწილებდე. ამის ხარჯზე ადამიანები შიმშილის ზღვარზე არიან და რა ვქნათ ეხლა? როცა კეტავ რუსულ ბაზარს,რაზეც დამოკიდებულია საქართველო რეალურად ე.ი. ადამიანებს შემოსავლის მიღების საშუალებას უსპობ,რითი აბალანსებ ამ ყველაფერს? რა სახსრები გაგვაჩნია ამისათვის? რუსის შიმშილობის და შევიწროების მომ
2022, 25 მაისი, 21:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მარტოხელა მონადირე-ის კომენტარზე
თუ არ სურთ კომენტარის გაკეთება,არც პოლიტიკურის და არც აპოლიტიკურის,რა ვაძალებთ? ეს არის სწორედ ცუდი მიმართულება და ძალიან ცუდ შედეგებს მოიტანს. გამომწყვდევა არ არის,ყველაფრის გადაკეტვას უანონსებენ და ყველაფრიდან ჩახსნეს. მაგალითისთვის,ანდრეი რუბლევმა დროშა წაშალა თავისი ექაუნთიდან და დაგმო რუსული აგრესია,მაგრამ იუბლდონზე არ აძლევენ თამაშის საშუალებას. სხვათაშორის,ატპ ამაზე გამოაცხადა,რომ არის უსამართლო და ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს და ქულების სისტემა მოხსნა ამ ტურნირიდან. ბევრი ადამიანია რუსეთში,რომელსაც არ მოსწონს პუტინის ხელისუფლება და არც იმის საშუალება აქვთ რო რამე შეცვალოს. რაიმეს ცვლილებას ფული უნდა და რუსეთში ძირითადად ფული პუტინის საახლობლოს აქვთ. ეს ხალხი დაფასებული იყო ევროპაში და ამერიკაშიც,ხოდა ეხლა ეს ხალხი გარბიან სხვაგან და არიდებენ თავს სანქციებს. ღარიბები კი რჩებიან და მათ უწყობენ კრიზისს,რაც არის ძალიან ცუდი ფაქტი.
2022, 25 მაისი, 15:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 25 მაისი, 15:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მარტოხელა მონადირე-ის კომენტარზე
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10