x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
“უარესის ღირსია სააკაშვილიც და გვარამიაც... სადაა მელია? ფუ” - რას წერს დომენიკ მანგო

image


სამოქალაქო აქტივისტი კუკური ბარამიძე იგივე დომენიკ მანგო "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაჭერას სოციალურ ქსელში ეხმაურება და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას უმოქმედობაში ადანაშაულებს:


"სად არის ახლა ნიკა მელია? არბენინოს ხალხი თავისუფლებიდან ავლაბრამდე და სამასი არაგველიდან სანაპირობმდე. მოგვენატრა პოლიტიკური ვარჯიშები.


უარესის ღირსია სააკაშვილიც და გვარამიაც. ახლა სადაა მელია? სააკაშვილი საავადმყოფოშია, გვარამია ციხეში. არ აქვს საკმარისი მიზეზი ახალი ვარჯიშებისთვის?



იმდენად დაღალა ტიპმა ხალხი, რომ უკვე კომპლექსი გააჩინა გარეთ გამოსვლის. ფუ"- წერს ბლოგერი და სამოქალაქო აქტივისტი დომენიკ მანგო "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია "რუსთავი 2-ის" დირექტორობისას კომპანიისთვის ზიანის მიყენების საქმეზე გაამტყუნა და 3 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.





0
777
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
777