x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 ექსტრემალური და უცნაური ფაქტი მზის სისტემის შესახებ

მზის ირგვლივ მოძრავი პლანეტები და სხვა ციური სხეულები, დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. აქ შეხვდებით როგორც კლდოვან პატარა სამყაროებს, ისე გიგანტური გაზის ბუშტებს. ხოლო, განსაკუთრებით საინტერესო თვისებებით, ექსტრემალური ფაქტებით და უცნაური ფენომენებით, ჩვენი პლანეტის კოსმოსური ძმები ხასიათდებიან. აქ ასეთი სასწაულის 10 ფაქტს წარმოგიდგენთ:


image


10. ვენერაimageვენერას ზედაპირი. სურათი გადაღებულია თანამგზავრიდან, «ვენერა – 13»–ის მისიის დროს


ეს მზიდან დაშორების მიხედვით, მეორე პლანეტაა და მისი მკვრივი, ტოქსიკური ატმოსფერო სითბოს, სათბურის ეფექტის «აბსოლუტურ» ვერსიაში იჭერს. ეს იგივე პრინციპით ხდება, როგორც ჩვენს პლანეტაზე. ამ პროცესის შედეგად, ვენერაზე ტემპერატურა 465 °C–ს აღწევს! ეს კი, იმაზე მეტია, რაც ტყვიის დნობისთვის არის საჭირო!


9. მერკურიimageმერკურის ზედაპირი. ფოტო ზონდიდან «MESSENGER»


ის მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტაა. მისი ზედაპირის ტემპერატურამ, შეიძლება, 450 °C–ს მიაღწიოს! თუმცა, რადგან იქ, სითბოს შესანარჩუნებლად, ძალიან სუსტი ატმოსფეროა, ღამით ტემპერატურა –170 °C–ზე ეცემა. 620 გრადუსიანი დიაპაზონი, ყველაზე დიდ ტემპერატურული სხვაობაა მზის სისტემაში.


8. ნეპტუნიimageნეპტუნის ზედაპირი. ფოტო გადაღებულია ზონდიდან – «ვოიაჯერ–2»


ნეპტუნი სხვა პლანეტებისგან იმით განსხვავდება, რომ იქ გამუდმებით ქარიშხალი ქრის, რომლის სიჩქარე 2400 კმ/სთ–მდეა! არავინ იცის, მზიდან ასე დაშორებულ ობიექტზე, რომელსაც შინაგანი სითბო არ გააჩნია, საიდან ჩნდება ენერგია, რომელსაც მზის სისტემაში ყველაზე სწრაფი ქარის გამოწვევა შეუძლია. ეს საკითხი ასტრონომებისთვის, ჯერ–ჯერობით, საიდუმლოდ რჩება.


7. ურანიimageურანი ჭეშმარიტ და ცრუ ფერებში. ფოტო გადაღებულია ზონდიდან – «ვოიაჯერ–2»


სხვა საკითხებთან ერთად, ეს პლანეტა ძლიერად არის დახრილი ეკლიპტიკის სიბრტყისკენ და არსებითად, მზის ირგვლივ, დაწოლილ მდგომარეობაში ბრუნავს. ასტრონომების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთი უჩვეულო ბევრი ასტრონომი თვლის, რომ ასეთი უჩვეულო ორიენტაცია, შესაძლოა, ურანის დედამიწის ხელა ობიექტთან შეჯახების შემდეგ არის წარმოშობილიყო.


6. მარსიimageოლიმპოს მთა მარსზე. სურათი გადაღებულია ზონდით «მარს ექსპრესი»


მზიდან მეოთხე პლანეტაზე, მზის სისტემაში, ყველაზე მაღალი მთა მდებარეობს. გარდა ამისა, იქ ხეობების ყველაზე გრძელი და ღრმა სისტემაც არის. პირველ შემთხვევაში, საუბარია მთა ოლიმპზეა, რომლის სიმაღლე, დაახლოებით, 27 კილომეტრია, ანუ ის 3–ჯერ აღემატება ევერესტის სიმაღლეს. ხოლო, მარინერის ხეობების კანიონები, ზოგიერთ ადგილას, 8-დან -10 კმ–მდე სიღრმეს აღწევს.


5. სატურნიimageსატურნის თანამგზავრი დაფნისი, პლანეტის რგოლებს შორის. ფოტო კოსმოსური ზონდიდან «კასინიდან» არის გადაღებული


ეს გაზის გიგანტი, ძირითადად, თავისი სანახაობრივი რგოლებით არის ცნობილი. თუმცა ამ რგოლების დედამიწიდან დანახვა, თითქმის შეუძლებელია. რაც შეეხება რგოლების გარე დიამეტრის სიდიდეს, ის მინიმუმ, 200-ჯერ აღემატება სატურნს და მასში, დედამიწის ზომის, მილიარდი პლანეტის მოთავსება შეიძლება.


4. და ისევ მარსიimageპლანეტა მარსი გლობალური მტვრის ქარიშხლამდე და შემდეგ. სურათი გადაღებულია «MRO» ორბიტალური სადგურიდან


მტვრის ქარიშხალი მარსზე, ყველაზე ძლიერია, მზის სისტემის პლანეტების ამგვარ ბუნებრივ მოვლენებს შორის. ასეთი ქარიშხალი, პლანეტის ზედაპირზე, შეიძლება, რამდენიმე თვის მანძილზე გრძელდებოდეს და მან მთელი პლანეტა მოიცვას.


3. კიდევ სატურნზეimageექვსკუთხა წარმონაქმნი სატურნის ჩრდილოეთ პოლუსზე. ფოტო გადაღებულია კოსმოსური ზონდიდან «კასინი».


ამ პლანეტის ჩრდილოეთ პოლუსზე, საიდუმლოებით მოცული, ექვსკუთხა ფორმის ობიექტი მდებარეობს. ის NASA-ს კოსმოსური ხომალდზე, «კასინზე» მდებარე კამერებმა დააფიქსირეს. მისი ფართობი, დაახლოებით, ორჯერ აღემატება დედამიწას, ხოლო ბუნება, მეცნიერების მიერ, ჯერ კიდევ, ამოუხსნელია.


2. იუპიტერიimageიუპიტერის დიდი წითელი ლაქა. სურათი გადაღებულია ტელესკოპი «ჰაბლით»


იუპიტერის ყველაზე საინტერესო და განმასხვავებელი ნიშანი, მის ზედაპირზე არსებული, დიდი წითელი ლაქაა. ეს გიგანტური ქარიშხალია, რომელსაც ასტრონომები 300 წელზე მეტია, რაც აკვირდებიან. ლაქის დიამეტრი, დაახლოებით, 3–ჯერ აღემატება დედამიწის დიამეტრს. დროდადრო, ლაქა უფერულდება, ან მთლიანად ქრება.


1. დედამიწაimage «აპოლონ 17»–ის მისიის დროს, კოსმოსური ხომალდიდან გადაღებული ფოტო


შეიძლება, გარკვეულწილად, აბსურდულად მოგეჩვენოთ საუბარი იმაზე, თუ რამდენად განსაკუთრებულია ჩვენი პლანეტა... ბოლოს და ბოლოს, ჩვენ აქ ვცხოვრობთ?! მიუხედავად იმისა, რომ დედამიწა ოკეანეებით არის დაფარული, ეს მისი ყველაზე საინტერესო თვისება არ არის, რადგან, ერთ დროს, მარსზეც შეიძლებოდა ზღვები ყოფილიყო. დედამიწის მთავარი განსხვავება და უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მზის სისტემის სხვა პლანეტებზე, ვერ იპოვით დისოცირებული ჟანგბადით მდიდარ ატმოსფეროს. რაც, საბოლოო ჯამში, ჩვენი პლანეტის კიდევ ერთი უნიკალური – სიცოცხლის გაჩენის განმსაზღვრელი ფაქტორი აღმოჩნდა.


image


imageimageimageimage




0
424
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
424
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0