x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134500
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
კატეგორიულად მოვითხოვ წაიკითხოთ!! - "დაკარგული თაობა"
image
ლექსი, რომელიც ორივე მხრიდან იკითხება და წარმოადგენს კაცობრიობის განვითარების ორი საპირისპირო სიუჟეტის ერთგვარ სიმბოლოს და რომელ მათგანს აირჩევთ - ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.
***
მე დაკარგული თაობის ნაწილი ვარ
და უარს ვამბობ მჯეროდეს, რომ
მე შემიძლია სამყაროს შეცვლა.
გაგიკვირდებათ, მაგრამ უკვე დავრწმუნდი,
"ბედნიერება უკვე შენშია"
- სინამდვილეში ტყუილია.
"ფული მომიტანს ბედნიერებას"
და ოცდაათი წლის ასაკში შვილს მოვუყვები, რომ
ის არ არის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი.
ჩემს უფროსს კი ეცოდინება,
ჩემი პრინციპი აი, ეს არის -
"სამუშაო
მნიშვნელოვანია, ვიდრე
ოჯახი"
მისმინეთ:
უხსოვარი დროიდან
ოჯახები ერთად ცხოვრობენ
მაგრამ
დღეს სწრაფი გადაწყვეტილების ხანაა,
გამოცდილი ადამიანები მეუბნებიან,
ოცდაათი წლის შემდეგ განქორწინების ათი წლისთავს ვიზეიმებ.
მე არ მჯერა, რომ
ვიცხოვრებ ქვეყანაში, რომელსაც თავად შევქმნი.
მომავალში
ბუნების განადგურება ნორმად ჩაითვლება.
აღარავინ იტყვის, რომ
შევძლებთ, შევინარჩუნოთ ჩვენი მშვენიერი პლანეტა.
და რაღა თქმა უნდა,
ჩემი თაობა უკვე დაკარგულია.
სისულელეა გჯეროდეს, რომ
იმედი არსებობს.
ახლა კი წაიკითხეთ ეს თეთრი ლექსი მეორედ, ქვემოდან ზემოთ.
***
#ჯონათანრიდი #მკ #ფკ
0
104
შეფასება არ არის
ავტორი:fisunia krutunadze
fisunia krutunadze
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0