x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
თაღლითი "უკრაინიდან ლტოლვილი ახალგაზრდა ქვრივი დედის" სახელით მომხმარებლებს ფულს სძალავდა
image

თაღლითებს ყოველთვის ყურები აქვთ დაცქვეტილი და ელოდებიან შესაბამის ხელსაყრელ მომენტს, რომ რაიმე ხეირი ნახონ.


როდესაც სოციალურ ქსელებში გაჩნდა განცხადება დახმარების თხოვნით, ომსკის ბევრი მცხოვრები გამოეხმაურა და მხარი დაუჭირა იმ ადამიანს, ვინც ფულს ითხოვდა. რა გულქვა უნდა იყოს ადამიანი, რომ ახალგაზრდა გოგონას გაჭირვებას ასე გულგრილად მოეკიდო? რომელიც უკრაინიდან, ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკიდან არის ლტოლვილი?რომელსაც ქმარი დაეღუპა და უფრო მეტიც- საუბარია ბავშვზე, რომელიც ავადაა და ამასთანავე თბილი ტანსაცმელი და ბავშვის საკვები სჭირდება? მარტოხელა დედას სოციალურ ქსელში დახმარებისთვის ბანკის რეკვიზიტები ჰქონდა მითითებული, ამიტომ ბევრმა ახალგაზრდა დედისითვის ფულის გადარიცხვა ამჯობინა.



ამავდროულად, ხანდახან მორიგ პოსტში "ფედენკას ვაჟის " ნაცვლად, მტირალი გოგონა ჩნდებოდა.


"ახალგაზერდა დედის" სამადლობელო პასუხიც გულისამაჩუყებელი იყო.აი ერთ-ერთი ნიმუში:

image

"გამარჯობათ ალექსანადრა, მივიღე თქვენგან 3000 რუბლი, დიდი მადლობა თქვენ, ღმერთამ მოგცეთ ჯანი, დაე თქვენგან გაწეული დახმარება მალე მრავალგზის უკან დაგიბრუნდეთ.

დარჩა 32000 რუბლი, ღამე ჰქონდა შეტევა, ძალიან მაგრად ტიროდა, ნემსმაც არ უშველა, ძალიან შემაშინა და მანერვიულა, აი, სულ ცოტა ხნის ჩაეძინა ქალიშვილს"

image

როგორც ჩანს, ეს შეუასაბამო ნიუანსი ყველამ ვერ შეამჩნია. თუმცა, ამ ამბით დააინტერესდა პოლიცია და სამართალდამცავებმა მისი მფლობელის ვინაობა დაადგინეს.




"ახალგაზრდა დედა" დააკავეს. ქალის სახელით სინამდვილეში ომსკელი მამაკაცი მოქმედებდა და რომელმაც ამგვარი თაღლითური გზით მოახერხა სულ მცირე ათეული გულკეთილი თანამოქალქის გულის აჩუყება . ქველმოქმედთაგან გადარიცხული თანხის ოდენობა - ერთიდან 20 ათას რუბლამდე მერყეობდა.

image

ჩხრეკისას ომსკელ თაღლითს ჩამოართვეს კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, სიმ-ბარათები და საბანკო ბარათები -სამართალდამცვების თქმით, ამ ყველაფერს, ის უკანონო საქმიანობაში იყენებდა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის ფაქტზე (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლი). ამჟამად ეჭვმიტანილი უკვე ორი თვეა დაკავებულია და პოლიცია ყველას იდენტიფიცირებას ახდენს, ვინც მისი მსხვეროლი გახდა, ასევე დგინდება მითვისებული თანხის რაოდენობა.

0
312
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0