სხვა თაღლითი "უკრაინიდან ლტოლვილი ახალგაზრდა ქვრივი დედის" სახელით მომხმარებლებს ფულს სძალავდა 17 მაისი, 11:50 ![]() როდესაც სოციალურ ქსელებში გაჩნდა განცხადება დახმარების თხოვნით, ომსკის ბევრი მცხოვრები გამოეხმაურა და მხარი დაუჭირა იმ ადამიანს, ვინც ფულს ითხოვდა. რა გულქვა უნდა იყოს ადამიანი, რომ ახალგაზრდა გოგონას გაჭირვებას ასე გულგრილად მოეკიდო? რომელიც უკრაინიდან, ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკიდან არის ლტოლვილი?რომელსაც ქმარი დაეღუპა და უფრო მეტიც- საუბარია ბავშვზე, რომელიც ავადაა და ამასთანავე თბილი ტანსაცმელი და ბავშვის საკვები სჭირდება? მარტოხელა დედას სოციალურ ქსელში დახმარებისთვის ბანკის რეკვიზიტები ჰქონდა მითითებული, ამიტომ ბევრმა ახალგაზრდა დედისითვის ფულის გადარიცხვა ამჯობინა. ამავდროულად, ხანდახან მორიგ პოსტში "ფედენკას ვაჟის " ნაცვლად, მტირალი გოგონა ჩნდებოდა. "ახალგაზერდა დედის" სამადლობელო პასუხიც გულისამაჩუყებელი იყო.აი ერთ-ერთი ნიმუში: ![]() "გამარჯობათ ალექსანადრა, მივიღე თქვენგან 3000 რუბლი, დიდი მადლობა თქვენ, ღმერთამ მოგცეთ ჯანი, დაე თქვენგან გაწეული დახმარება მალე მრავალგზის უკან დაგიბრუნდეთ. დარჩა 32000 რუბლი, ღამე ჰქონდა შეტევა, ძალიან მაგრად ტიროდა, ნემსმაც არ უშველა, ძალიან შემაშინა და მანერვიულა, აი, სულ ცოტა ხნის ჩაეძინა ქალიშვილს" ![]() "ახალგაზრდა დედა" დააკავეს. ქალის სახელით სინამდვილეში ომსკელი მამაკაცი მოქმედებდა და რომელმაც ამგვარი თაღლითური გზით მოახერხა სულ მცირე ათეული გულკეთილი თანამოქალქის გულის აჩუყება . ქველმოქმედთაგან გადარიცხული თანხის ოდენობა - ერთიდან 20 ათას რუბლამდე მერყეობდა. ![]() 311 4-ს მოსწონს
|