x
მეტი
  • 06.07.2022
  • სტატია:120582
  • ვიდეო:354543
  • სურათი:492647
მოსკოვში ხელახლა დაიწყება "მოსკვიჩის " გამოშვება
image


მოსკოვის მერმა სობიანინმა გამოაცხადა საავტომობილო ბრენდი "მოსკვიჩის" ხელახლა წარმოების განახლების შესახებ.


მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა Renault-ის ქარხანა ქალაქის ბალანსზე გადაიტანოს. ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტი" იუწყება. მერმა განმარტა, რომ კომპანია გეგმავს ისტორიული "მოსკვიჩის" მარკის მანქანების წარმოების განახლებას. მისი თქმით, სამომავლოდ კომპანია ელექტრომობილების წარმოებას დაიწყებს.


"2022 წელს ჩვენ გავხსნით ახალ გვერდს მოსკვიჩის ისტორიაში, “ – წერს სობიანინი.



სობიანინმა ასევე ირწმუნება, რომ მესაკუთრის წასვლის შემდეგ სამსახურს შეინარჩუნებს ქარხნის პერსონალის უმეტესობა, ქარეხანში 45 000 ადამიანია დასაქმებული.


დღეს, 16 მაისს, ცნობილი გახდა, რომ ფრანგულის Renault ჯგუფის რუსული აქტივები გადავიდა სახელმწიფო საკუთრებაში. კომპანიის "ავტოვაზის" წილი გადაეცემა ФГУП НАМИ-ის, ხოლო Renault Russia- ქალაქ მოსკოვის ბალანსზე გადავა. Renault Russia-ს 100-პროცენტიანი აქციების მფლობელი იქნება მოსკოვის მთავრობა.


ის ფაქტი, რომ Renault-ი გეგმავდა კომპანიის 68-პროცენტიანი წილის რუსულ მხარესთვის გადაცემას, აპრილის ბოლოს გახდა ცნობილი. ამის შესახებ განაცხადა მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრამ დენის მანტუროვმა. კონცერნს ექნება შესაძლებლობა 5-დან ექვს წელიწადში უკან გამოისყიდოს აქციები.


კომპანია Renault-მა 24 მარტს შეაჩერა რუსეთში საქმიანობა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის გამო.


ფრანგული კომპანია 1998 წლიდან მოღვაწეობდა რუსეთში, Renault-მა მაშინ "აზლკ"-ს ძრავების დაუმთავრებელი ქარხანა იყიდა, ხოლო 2005 წელს დაიწყო Renault Logan-ის აწყობა .2011 წელს Renault Russia-მ გააფართოვა წარმოების მოცულობა 75000-დან 160000 ავტომობილამდე.


სხვა ავტოსიახლეები იხილე ამ ბმულზე

1
792
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
792
  
16 მაისი, 15:57
იგრიალებენ რუსეთუმეები :D
0 1 1