x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508424
“უფასო რჩევა ნიკა გვარამიას დაჭერით გახარებულებს” - ნახეთ, რა რჩევას იძლევა ინგა გრიგოლია

image


პოლიტიკური თოქ - შოუს "რეაქციის" ავტორი და წამყვანი ინგა გრიგოლია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაჭერას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მისი დაკავებით გახარებულ ყველა ადამიანს ერთ უფასო რჩევას აძლევს:


"სანქციების გზაზე მდგარი ლიდერის პოლიტიკური ანგარიშსწორება! მე კი ვიცი, რითიც მთავრდება მედიის გაჩუმების ეს გზა, არც ბრძოლის ეშინია ვინმეს! ნიკა გვარამიას მალე ვხედავ გარეთ და “ქართული ოცნების“ დასასრულსაც. რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს.


იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის – უფასო რჩევა ნიკა გვარამიას დაჭერით გახარებულებს."- წერს ტელეწამყვანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია "რუსთავი 2-ის" დირექტორობისას კომპანიისთვის ზიანის მიყენების საქმეზე გაამტყუნა და 3 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.




0
1147
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1147