x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134055
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
თინა კაროლმა გრიგორი ლეპსს "ჭიების საკვები" უწოდა - რა უპასუხა ლეპსმა?
imageწარმოშობით ქართველმა რუსეთში მოღვაწე შემსრულებელმა გრიგორი ლეპსმა კომენტარი გააკეთა უკრაინელი მომღერლის თინა კაროლის სიტყვებზე, რომელმაც მას "ჭიების საკვები" უწოდა დონბასში ოკუპანტებთან ვიზიტის გამო. ლეპსის თქმით, ყველა თავის დროზე გამოვკვებავთ მატლებს.


საინტერესოა, რომ არტისტმა საპასუხოდ უკრაინელი ქალი შეაქო და საკმაოდ გაურკვევლად ისაუბრა.


საპასუხო კომენტარი მან კრემლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროპაგანდისტთან, სოლოვიოვთან ინტერვუის დროს განაცხადა.

image


ლეპსმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ(კიდევ კარგი ამას ხაზი გაუსხვა) უკრაინულ დონეცკში ჩასვლის შემდეგ, მას უკრაინელი კოლეგები სიძულვილით შეხვდნენ. კერძოდ, მან გამოყო თინა კაროლის აგრესიული გზავნილი, რომელშიც იგი მოუწოდა ლეპსს უკრაინის სიღრმეში შესულიყო და სამუდამოდ დარჩენილიყო იყო იქ შავ მიწაში.


"თინა კაროლმა დაწერა, რომ მე ჭიების საკვები ვიქნებოდი. ის ბრწყინვალე მომღერალია, მშვენიერი არტისტი, მშვენიერი გოგონა...ისე, ადრე თუ გვიან ჩვენ მატლების საჭმელი გავხდებით", - წყნარად ჩაილაპარაკა ლეპსმა.


მომღერლის თქმით, მას უფრო მეტად ადარდებს არა სიკვდილი, არამედ მის მიერ განვლილი ცხოვრება. ამ მიზეზით, მან, სავარაუდოდ, არჩია თავის სუაკეთესო წლები გაეტარებინა მკვლელებისა და ჯალათების გარემოცვაში, რომლებსაც ის საზეიმოდ უწოდებს "ოჯახს".


"სხვა საქმეა, ვინ როგორ იცხოვრებს. მე გადავწყვიტე, რომ ასე ვიცხოვრო. ოჯახთან ერთად, სამშობლოსთან ერთად", - განაცხადა შემსრულებელმა.


შეაგხსენებთ, გრიგორი ლეპსი( ნამდვილი გვარი ლეფსვერიძე) დაიბადა ქართველის ოჯახში, ქალაქ სოჭში.


გრიგორი ლეპსს პრობლემები ჰქონდა ნარკოტიკებთან და სასმელთან დაკავშირებით. მას ექიმებმა აუკრძალეს თუნდაც ერთი დოზის მიღება და სასმელი. მოსკოვში გამგზავრების შემდეგ მან წარმატებებს მიაღწია სიმღერაში (ადრეულ პერიოდში მღეროდა რესტორნებში) და რამდენიმე ცნობილი ჰიტი ჩაწერა შანსონის ჟანრში, რომელმაც დიდი პოპულარობა მოუპოვა, მათ შორის ე.წ. "შავ სამყაროში".


0
913
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
913
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0