x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ალბათ, უთხრეს ომი დაიწყებაო და ამათმაც ჩა@ჯვეს" - ვისზე საუბრობს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსზე უკრაინის გამარჯვებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და საქართველოდან ეროვნული ჟიურის მიერ უკრაინული ჯგუფი "Kalush Orchestra"- თვის 6 ქულის გადაცემას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს:


"რავა სულ აცა-ბაცა გვჭირს, კაცო? ჩვენი ჟიური ამბობს, უმაღლესი ქულები დავუწერეთ უკრაინას და შეცდომა მოხდაო))))) მგონი, აცა-ბაცა ჯადო გვაქვს გაკეთებული (“მე კაცი აცა -ბაცა ვარ“ მოტივებიდან)


ქართულ ჟიურის ალბათ უთხრეს, მაღალ ქულას თუ დაუწერთ უკრაინას, ომი დაიწყებაო და ამათმაც ჩაიჯვეს ???? კიდევ კარგი, რომ არსებობს ქართველი ხალხი, რომლის უმრავლესობა პოლიტიკურ მითითებებს არ ემორჩილება❤️????????#SlavaUkraini


უკრაინა-“ევროვიზიის“ გამარჯვებული???????? #SlavaUkraini ✌️✌️✌️ ომში გამარჯვებაც მალე მოგველოცოს, უკრაინა????????✌️✌️✌️ მტრების ჯინაზე!!!!!!!!!! ვაშაააა!!!!!!! #SlavaUkraini


მე “ევროვიზიისა“ არაფერი გამეგება, ამიტომ თუ მეშლება, არ დამზრახოთ და..რაღაც ჟიური აძლევს ხმას მონაწილეებს ჩვენი ქვეყნის სახელით, წესით, ხო? და თუ ასეა, ვინ შედიოდა ჩვენს ჟიურიში? ექვსი ქულა დაგვიწერია უკრაინისთვის და სახელებით რომ ვიცოდეთ ერმა" - წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ 2022 წლის "ევროვიზიის" გამარჯვებული უკრაინული ჯგუფი "Kalush Orchestra" სიმღერით "Stefania" გახდა. უკრაინელმა შემსულებლებმა ჯამში 631 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილზე გასულ გაერთიანებულ სამეფოს უდიდესი სხვაობით მოუგეს. უკრაინისთვის ევროვიზიის კონკურსზე ეს მესამე გამარჯვებაა. "ევროვიზიის" კონკურსს ამჯერად იტალიის ქალაქმა - ტურინმა უმასპინძლა.


ცნობისთვის, ქართველმა მაყურებელმა უკრაინას მაქსიმალური 12 ქულა მიანიჭა, ხოლო საქართველოს ეროვნულმა ჟიურიმ კი მხოლოდ - 6 ქულა გაიმეტა. უმაღლესი 12 ქულა კი ქართველი ჟიურისგან გაერთიანებულ სამეფოს ერგო, თუმცა როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ 12 ქულა სწორედ უკრაინას დაუწერა.





0
398
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
398