x
მეტი
  • 06.07.2022
  • სტატია:120583
  • ვიდეო:354543
  • სურათი:492647
რატომ არ ეშინია ფინეთს პუტინის მუქარის და ბირთვული დარტყმის?
image


როგორც ცნობილია, სულ მოკლე ხანში აქამდე ნეიტრალური ფინეთი, სამხედრო ალიანსის, ნატოს წევრი გახდება. ამ ფონზე სულ უფრო მეტჯერ გაისმის მუქარა კრემლის მხრიდან, რომ ამის გამო ეს პატარა, თითქმის საქართველოს ტოლი ქვეყანა დაისჯება, მათ შორის გაისმის მუქარა ბირთვულ შეტევაზეც, თუმცა ფინეთი ამ საშინელ გამოცდასაც საკმაოდ კარგად მომზადებული ხვდება.


ეს არის ფინეთის ბირთვული ბუნკერების უზარმაზარი ქსელის წარმოუდგენელი მასშტაბი და სირთულე.


დედაქალაქ ჰელსინკის 500-ზე მეტი მიწისქვეშა თავშესაფარია გაკეთებული, რომელიც 900 000 ადამიანს იტევს - მესამედით მეტი, ვიდრე ქალაქის მთლიანი მოსახლეობაა და რამდენადაც ფინეთის "ნატოში" გაწევრიანება კრემლში მწვავე რეაქციებს იწვევს, მათ შორის ჰელსინკის წინააღმდეგ „საპასუხო ნაბიჯების“ გადადგმის დაპირებების ჩათვლით, ფინეთის ოფიციალური პირები ყველა შემთხვევისთვის ემზადებიან.



ჰელსინკის ქალაქის სამაშველო დეპარტამენტის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ანა ლეხტირანტამ განაცხადა, რომ ფინელებს პუტინის მუქარები არ აშინებს.


”როგორც ნეიტრალური ქვეყანა, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით, რომ გვჭირდება საკუთარი თავის დაცვა - და ასეც ვაკეთებთ.


ფინეთში აშენებული მიწისქვეშა თავშესაფრები ეფუძნება ჩვენს გამოცდილებას ზამთრის ომის(შენიშვნა: იგულსხმება სსრკ-ფინეთის 1939-1940 წლის ომი) და მეორე მსოფლიო ომის დროს. ჩვენ ყველას გვყავს ნათესავები, რომლებმაც განიცადეს ეს ტრავმები“.

image

ფინეთის მიწისქვეშა თავშესაფრები მოიცავს კაფეებს, სოფბოლის კორტებს, კარტინგის ტრასებს, ავტოსადგომებს და ათასობით ორსართულიან საწოლს.

image

image

image

imageimage

პირველი აშენდა 1960-იან წლებში, შემდგომ თანმიმდევრულად სხვა მთავრობებმა მიწისქვეშ გათხარეს 9 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი ქვეშფენილი ქანები. ეს სივრცე საკმარისია, რომ დაეტიოს 50 000 ორსართულიანი ავტობუსი.

image

მიწის ზემოთ განლაგენული თავშესაფრების შესასვლელი კარები იმდენად სქელია, რომ ბირთვული აფეთქება ვერაფერს დააკლებს, ამბობენ ოფიციალური პირები.


image

image


image

ისტორიულად ნეიტრალური სკანდინავიური ერის ნატოში გაწევრიანების მცდელობამ გააბრაზა მოსკოვი, რომელიც დასავლურ სამხედრო ალიანსს მისი საზღვრების ალყაში მოქცევაში ადანაშაულებს.


კრემლის ოფიციალური პირები დაპირდნენ "საპასუხო ნაბიჯებს", მათ შორის ევროპაში ბირთვული იარაღის მიახლოებას.


ფინეთი ნატოს მეექვსე წევრი გახდება, რომელსაც რუსეთთან სახმელეთო საზღვარი ექნება.


ნატოს ლიდერმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ქვეყანას „თბილად ხელგაშლილი დახვდებიან“ ალიანსის წევრი ქვეყნები, რომლებმაც ხელი უნდა მოაწერონ ფინეთის გაწევრიანებაზე.


ამ განაცხადმა გამოიწვია ახალი ინტერესი ფინელებში ქვეყნის მიწისქვეშა თავშესაფრების ქსელის მიმართ - და ახალი გადაუდებელი აუცილებლობა სამოქალაქო თავდაცვის ჩინოვნიკებს შორის, რათა დარწმუნდნენ, რომ ისინი მზად არიან საჭიროების შემთხვევაში.

image

ქალბატონმა ლეხტირანტამ თქვა: ”ჩვენ გვაქვს დოკუმენტები სამუშაოების სიებით, რომლებსაც ადამიანები გააკეთებენ მიწისქვეშეთში, თუ იძულებულნი იქნებიან დარჩნენ ორი კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში.


„იქნება მენეჯმენტის განყოფილება, ექიმები და ექთნები, ბავშვების მოვლაზე პასუხისმგებელი პირები, სანამ მშობლები მუშაობენ და მრავალი სხვა. „ადამიანები გამოიყენებენ იმ უნარებს, რომლებიც მათ მიწის ზემოთ დამალვის დროს შეიძინეს“.


ასობით თავშესაფრის გარდა, ჰელსინკის 25 მეტროსადგური ასევე შეიძლება გადაკეთდეს მიწისქვეშა ბუნკერებად, რომლებშიც ადამიანებს კვირების განმავლობაში შეინახავს.


ოფიციალურ წესებში ნათქვამია, რომ „ყველას, ვინც ფინეთში იქნება, სასტუმროს სტუმრების ჩათვლით, ექნება ადგილი ბუნკერებში. მაგრამ წესებში ასევე ნათქვამია: „თავშესაფარში აკრძალულია ალკოჰოლი, ნარკოტიკები, იარაღი, მოწყობილობები, რომლებიც წარმოქმნის სითბოს ან რაიმეს ცუდი სუნი ასდის“.

0
321
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
321
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0