x
მეტი
  • 06.07.2022
  • სტატია:120579
  • ვიდეო:354542
  • სურათი:492638
"ჰელოუინი" ჰიუ ჰეფნერის სასახლეში - ბოდი-არტი კოსტიუმის ნაცვლად და სექსი ყველა კუთხეში

image


ცნობილი ამერიკული ჟურნალის "Playboy"-ის ყოფილმა მოდელმა ჯენა ბენტლიმ "Daily Mail"-თან საუბრისას იმ სკანდალური წლების შესახებ გაიხსენა, როდესაც ის მისი დამფუძნებლის ჰიუ ჰეფნერის სასახლეში ცხოვრობდა. გოგონას თქმით, ჟურნალ "Playboy"-ს დამაარსებლის და უცვლელი მთავარი რედაქტორის მდიდრულ სახლში ველური წვეულებები ხშირად იმართებოდა, სადაც გოგონებს სტუმრებთან სექსს სისტემატურად აიძულებდნენ.


image


ჯენა ბენტლის თქმით, ნამდვილ ორგიებად ქცეულ წვეულებებში, სადაც გოგონებს სამოსის ნაცვლად სხეული საღებავებით ჰქონდათ მოხატული მრავალი ცნობილი ადამიანი მონაწილეობდა. "Playboy" -ის დამფუძნებელი გართობისთვის არც ფულს იშურებდა და არც ფანტაზიას, ამიტომ მოდელებს გასახსენებელი მართლაც რომ საკმარისზე მეტი აქვთ.


image


ჯენა, ჰიუ ჰეფნერის სასახლეში გამართულ წვეულებებს ყოველთვის ესწრებოდა. მოდელისთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი ჰელოუინის დღესასწაულები იყო, რომლებიც წლიდან წლამდე, სულ უფრო ფართომასშტაბებსა და აღვირახსნილ ხასიათს იღებდა. გოგონას თქმით, ჰეფნერის სტუმრების სიაში ყოველთვის მდიდარი და გავლენიანი ადამიანები იყვნენ.


image


როგორც ჯენა იხსენებს ჰელოუინის ერთ-ერთ წვეულებაზე ის შეყვარებულთან ერთად მივიდა. ჰიუ ჰეფნერმა მას გაშიშვლება და ტანზე პეპელას დახატვა შესთავაზა, რაზეც ლამაზმანი უყოყმანოდ დასთანხმდა. იმ დროს ის მხოლოდ 18 წლის იყო. მისი სხეულის მოსახატად პროფესიონალებს დაახლოებით 4 საათი დასჭირდათ. ღონისძიებაზე მიწვეულ თითოეულ გოგონას წინასწარ კარგად მოფიქრებული იმიჯი ჰქონდა.


image


წვეულებაზე მოდელი ბევრ ცნობილ სელებრითს შეხვდა, რომლებიც ყველა კუთხეში განმარტოებულები დროს "სასიამოვნოდ" ატარებდნენ. ჯენას მათი სახელების დასახელება არ სურს, ვინაიდან მათ შორის იყვნენ როგორც ვარსკვლავები, ასევე პოლიტიკოსები და ცნობილი მუსიკოსებიც.


image


ჰიუ ჰეფნერმა თავისი "მრავლისმნახველი" ლეგენდარული მამული 2017 წელს გაყიდა, თუმცა შეთანხმებით რომ ის იქ სიკვდილამდე დარჩებოდა. თანდათან სასახლის ნგრევა დაიწყო, თუმცა ახალმა მფლობელმა სარემონტო სამუშაოები წამოიწყო, შენობისთვის საცხოვრებელი მდგომარეობის დასაბრუნებლად.


image





0
613
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
613