x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
როცა ერთ დიქტატორს უფრო უარესი ჩაანაცვლებს - რა შეზღუდვები დაუწესდათ ქალებს თურქმენეთში?

image

ეს ამბავი ასეა, რომ როცა ხალხს იმედი აქვს, რომ დიქტატორის შემცვლელი მასე უკეთესი იქნება, თუმცა ცდებიან და რეალურად ერთ დიქტატორს მეორე ანაცვლებს და უფრო უარესს აკეთებს.


ასე მოხდა თურქმენეთში, სადაც ბოტოქსი, ტატუირება და ხელოვნური ფრჩხილები აიკრძალა, ასევე საუბარია იმაზეც, რომ ქალების ქვეყნიდან გასვლაც აიკრძალოს.


თურქმენეთში ქალებს ეკრძალებათ „მჭიდრო“ ტანსაცმლის ტარება, თმის შეღებვა და ისეთი კოსმეტიკური პროცედურების გამოყენება, როგორიცაა ფრჩხილების ან წამწამების დაგრძელება. თურქმენეთის საგზაო პოლიცია ასევე კერძო მანქანების მამრობითი სქესის მძღოლებს არ აძლევს ქალების გადაყვანის უფლებას, თუ ისინი მათი ნათესავები არ არიან. ქალებს ასევე აეკრძალათ მძღოლის გვერდით წინა სავარძელში ჯდომა.



20:00 საათის შემდეგ მძღოლებს საერთოდ ეკრძალებათ ქალების გადაყვანა.

image
ბოლო კვირების განმავლობაში, ათობით ქალმა დაკარგა სამსახური მკერდის იმპლანტანტების, გადიდებული ტუჩების ან თუნდაც წარბების ტატუს გამო, რაც პოპულარულია ბევრ ახალგაზრდა თურქმენ ქალში.


არაოფიციალურად შეზღუდვები ძალაში შევიდა ამ თვეში, მას შემდეგ, რაც სერდარ ბერდიმუჰამედოვმა შეცვალა მამამისი და პრეზიდენტი გახდა.


თვითმხილველების თქმით, პოლიცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ოფისებში რეიდებს აწყობს და აკავებს ქალებს. მათ იძულებულს ხდიან გადაიხადონ ჯარიმა დაახლოებით 140 დოლარი (თურქმენეთის საშუალო ხელფასის ნახევარი).

image
ქალაქ ბალკანის ველაიათი ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა მოჰყვა, როგორ ამოწმებს პოლიცია ქალებს ქუჩებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რათა დაადგინოს მათი ტუჩები გადიდებულია თU არა, უბრალოდ თითების დადებით.
1
236
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
236
  
2022, 14 მაისი, 19:49
წარსულში ბრუნდება სამყარო?
0 1 1