x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134371
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
უნდა იეჭვიანოს თუ არა ადამიანმა ?
ადამიანთა სრული უმრავლესობა ვისაც არ უნდა კითხოთ ეჭვიანობაზე, გეტყვით რომ ის ცუდი თვისებაა, მაგრამ იგივე ადამიანები თვითონ, დიდი ალბათობით გარკვეული დოზით ეჭვიანები არიან… ეჭვიანობის მცნება რთული ბუნებისაა, რადგან ეჭვიანობა შეუძლიათ როგორც განათლებულ და ჭკვიან ადამიანებს, ისე გაუნათლებელ და "სულელ" ადამიანებს … მაგრამ ჭკვიანი ადამიანი ამას ყოველთვის მალავს და ასე ვთქვათ “ჭკვიანურად” ეჭვიანობს ამა თუ იმ მოვლენაზე, შემთხვევასა თუ კონკრეტულ ადამიანზე … დღევანდელი სამყარო სიცრუით და ტყუილებით არის სავსე, ხოლო იქ, სადაც ტყუილი და სიცრუე დიდი დოზით გვხვდება, ეჭვიანობა ბუნებრივად იბადება როგორც სიცრუის შედეგი ...
***
თვითონ სიტყვა ეჭვიანობის განმარტება შემდეგში მდგომარეობს: ადამიანების მიმართ უნდობელი და ფრთხილი დამოკიდებულება; ნათქვამია, მცირე დოზით ეჭვიანობა სასაიმოვნოც კი არის პარტნიორი ადამიანისთვის, რადგან ერთგვარი ყურადღების გამომხატველია და უტყუარი დასტურია იმისა, რომ ამ ადამიანს შენდამი გარკვეული სახის ინტერესი გააჩნია…
ალბათ ყველას შეგხვედრიათ ცხოვრებაში კეთილშობილი, ზდილოობიანი და სათნო ადამიანი. ასეთი ადამიანისგან ეჭვიანობა ძალიან იშვიათია ან საერთოდ გამორიცხულია, რადგან მისთვის სიყვარული და ნდობა უფრო ღირებულია და მისაღები, ვიდრე ეჭვიანობა და უნდობლობა … ადამიანებს არასოდეს მოგგვწონს, როცა ჩვენზე ეჭვიანობენ და ჩვენში ეჭვი შეაქვთ, იქნება ეს ჩვენი რაიმე საქციელი თუ შესაძლებლობა, არავის გვსიამოვნებს, ამიტომ ჩვენც ნუ ვიქნებით ადამიანთა მიმართ ეჭვიანები, რადგან უნდა გვახსოვდეს რომ ეს არავის სიამოვნებს და ყოველთვის კონფლიქტის მიზეზი ხდება…
ეჭვიანობა სიცრუის და უნდობლობის შვილია, ხოლო იქ სადაც სიყვარული და ნდობაა, ეჭვიანობა მინიმუმამდე არის დაყვანილი … რადგან ეჭვიანობა ასეთი ძლიერია და ყველგან ააქვს ფესვები გადგმული და უშეცდომოც არავინაა, სიყვარულს ააქვს ერთი უნიკალური თვისება, და ეს არის პატიება … როდესაც ადამიანს რაიმე ეშლება და შენ მას გულწფელად პატიობ და არ ხდები ამის გამო ეჭვიანი მის მიმართ “ჩასაფრებული ადამიანის პოზას არ იღებ” ამ ადამიანს ნდობა და პატივისცემა ერთი ორად ეზრდება შენს მიმართ…
ხოლო როდესაც პატიება არ შეგიძლია და ეჭვიანი ხდები მის მიმართ, მასში იწვევ ზიზღს და უნდობლობას მხოლოდ … რაც თქვენს ურთიერთობას სიცრუის და უნდობლობის დონეზე დაიყვანს, ეს ყველაფერი კი ისევ ეჭვიანობის საფუძველი ხდება …

#ფკ image

0
87
შეფასება არ არის
ავტორი:fisunia krutunadze
fisunia krutunadze
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0