x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"ამ სუსის ნომრიან აგენტს ჩემს შტაბთან აქციების მოწყობა დაავალეს" - ვისზე საუბრობს ნიკა მელია

image


პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პუტინისტური და ჰომოფობიური დაჯგუფების - "ქართული მარშის" ლიდერის, სანდრო ბრეგაძის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და მას "სუსის ნომრიან აგენტს" უწოდებს:


"რას აღარ თხზავენ და რას აღარ ჩხიბავენ.


გლდანში რომ ვიმარჯვებდი ამ სუსის ნომრიან აგენტ ბრეგაძეს ჩემს შტაბთან აქციების მოწყობა დაავალეს. ახლა კი ახალი დავალებით დაუტვირთავთ..


სუსის ნარატივს ახმოვანებს და ვფიქრობ, ბევრს დაფიქრება მართებს, როდესაც მათი ეჭვები და ტექსტები, პოსტები სინქრონულია სწორედ ამ სუსის რეგვენი აგენტის ნარატივთან.


ვისურვებდი რომ ნაკლები წამოეგოს მათ პროვოკაციას და ნაკლები გახდეს მათი უნებლიე თანამებრძოლი" - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში და "მარშის" ლიდერის "ალია"- სთვის მიცემული ინტერვიუს ფრაგმენტს აზიარებს.



———————————————————


"ალიას“ ესაუბრება „ქართული მარშის“ თანადამფუძნებელი, სანდრო ბრეგაძე.


– პირდაპირ ვამბობ, ნიკანორ მელია უფრო მეტად „ქოცია“, ვიდრე „ოცნების“ რომელიმე წევრი.


ხომ თვალნათელია, რომ მელია, რამოდენიმე წლის წინ ნაყიდი ჰყავს „ქართულ ოცნებას“. სხვათაშორის, მამამისის კლინიკა იმის შემდეგ უფრო და უფრო აყვავდა და ნიკანორ მელიას ბიზნესებიც აყვავდა. რომელი ოპოზიციონერი გინახავთ, რომ ციხიდან გამოდის და ახალთახალი „მაზერატის“ „ჯიპი“ ხვდებოდეს. ის „ჯიპი“ რა, თქვენ რა გონიათ, ვინ უყიდა?


ის „ჯიპი“ უყიდა „ქართულმა ოცნებამ“. ახლა კი დაიწყებს, მამაჩემის დანაზოგიდან ვიყიდეო. დაახვედრეს „მაზერატის“ „ჯიპი“, რომელიც 150 000$ ღირს, დაახვედრა გარეთ „ქართულმა ოცნებამ“ და მთელი ბიზნესები და პრივილეგიები და ა.შ. როგორ შეიძლება ახლა, ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობით ოპოზიციამ ოდესმე დაამარცხოს „ქართული ოცნება“? „ქართული ოცნების“ ძუძუდან იკვებება ნიკანორ მელია.


მიშა სააკაშვილი უარესის ღირსია, არის ყველასგან მიტოვებული, თავისივე პარტიისგან გაყიდული, ციხეში გამომწყვდეული!"- აცხადებს ბრეგაძე.



image








0
134
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
134