x
მეტი
  • 16.05.2022
  • სტატია:119236
  • ვიდეო:354066
  • სურათი:491741
ქალი,რომელსაც ორი საშო და ორი საშვილოსნო აქვს, ამტკიცებს, რომ შეიძლება ერთდროულად დაორსულდეს ორი სხვადასხვა მამაკაცისგან
image

ქალმა, რომელსაც აქვს ორი საშო, ისაუბრა თავის იშვიათ მდგომარეობაზე და თქვა, რომ მას აქვს ორი მენსტრუაცია და შეუძლია დაორსულდეს ერთდროულად ორი ბავშვით - სათითაოდ ცალ-ცალკე საშვილოსნოში და ორი სხვადასხვა მამაკაცისგან.


37 წლის ლინ ბელი(Leanne Bell), არიზონადან, დაიბადა საშვილოსნოს დიდელფისით, - ანომალია, რომლის დროსაც გოგონას მოწიფულობის ასაკში ერთის ნაცვლად უყულიბდება ორი საშვილოსნო . ზოგიერთ ქალს, ისევე როგორც ლინს, აქვს ორი საშვილოსნოს ყელი და თხელი გამყოფი კედელი, რომელიც ქმნის ორ ცალკეულ საშოს.

image


TikTok-ის მომხმარებელი, რომელიც პლატფორმაზე ცნობილია როგორც @theladyleanne, გულწრფელად აცხადებდა თავის მდგომარეობას და ამ თვის დასაწყისში ბოლო ვიდეოში მან უპასუხა ზოგიერთ ყველაზე გავრცელებულ კითხვებს, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს.

image


„ მე დავიბადე სხეულის ზედმეტი ნაწილებით - ქალის სხეულის ზედმეტი ნაწილებით“, - ამბობს ლინი. "მე დავიბადე ორი საშოთი, ორი საშვილოსნოთი და ორი საშვილოსნოს ყელით."

image

ლინმა განმარტა, რომ ორმაგი რეპროდუქციული ორგანოებით, რომ ის იგივე გზას გადის.როგორც სხვა ნორმალური ქალები, მაგრამ ორჯერ, მენსტრუაციული პერიოდების ჩათვლით.



”მე მაქვს, ხოლმე ორი მენსტრუაცია, რაც საზიზღრობაა”, - თქვა მან. ”როგორც წესი, ის ერთდროულად იწყება, მაგრამ ზოგჯერ არა. ასევე უნდა წავიდე ორი პაპანიკოლაუს ტესტის ასაღებად, რაც უხერხულია. ეს არ არის კომფორტული. მე მაქვს ორი ტამპონი, დიახ. როგორც ვთქვი, რასაც ერთი ქალი აკეთებს, ამას ორჯერ ვაკეთებ“.

image

წინა ვიდეოში ლინმა დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენად მტკივნეული შეიძლება იყოს მისი მენსტრუაცია და თქვა, რომ მან სთხოვა მკურნალობა თავის გინეკოლოგთან მძიმე კრუნჩხვების გამო, სანამ გაიგებდა, რომ ორი საშვილოსნო ჰქონდა.


„ტკივილი მტანჯველია. ტკივილგამაყუჩებელ წამალს მაძლევდნენ, მაგრამ ტკივილი იმდენად შემწუხებელი იყო, რომ შედეგად წამალი არ მშველოდა“, იხსენებს ის და ამბობს, რომ დღემდე ებრძვის მტანჯველ პერიოდებს.

image

”პირველ დღეებში მე უბრალოდ საწოლზე ვარ მიჯაჭვული და ტკივილიგან ვიტანჯები”, - განმარტა მან. ”მე ძალიან მეშინია თვის ამ დღეების. მე ვიცი, რომ ბევრი ქალი აკეთებს ამას. მხოლოდ, როდესაც იმ რამდენიმე დღეს ვატარებ საწოლში, უბრალოდ ვგრძნობ, რომ ცხოვრებას ფუჭად ვფლანგავ."

image

ორსულობა იყო კიდევ ერთი თემა, რომლის შესახებაც მაყურებლებს სურდათ მეტი სცოდნოდათ და თავის ბოლო კითხვა-პასუხის ვიდეოში მან განმარტა, რომ მას შეუძლია შვილების გაჩენა, მაგრამ ეს იქნება "მაღალი რისკთან დაკავშირებული".


შარშან ვწერდით სანკტ-პეტერბურგელ, 34 წლის იულიაზე, რომელიც ანალოგიურ ანომალიით ცხოვრობს, მას წლების წინ ექიმებმა საბოლოოდ გადაუწურეს იმედი და უთხრეს, რომ ვერასდროს გააჩენდა შვილებს, თუმცა მოხდა სასწაული და იულიამ 10 წლიანი პაუზით ორი ქალიშვილი გააჩინა, ერთი მარცხენა საშვილოსნოში, ხოლო მეორე მარჯვენაში(იხილე სტატია)

0
569
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
569
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0