x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ უნდა შევარჩიოთ ხარისხიანი მტვერსასრუტი, როგორ ხდება მტვერსასრუტის სიმძლავრის შემოწმება
image
ბრენდული მაღაზიების ქსელებში საქართველოში უხვად შხვდებით, სხვადასხვა ფორმის, დიზაინის და მოცულობის მტვერსასრუტებს.


საუბარია არა მინიატურულ მტვერსასრუტებზე რომლებიც მანქანის სალონის გასაწმენდად გამოიყენება, არამედ ბევრად მძლავრ მტვერსასრუტებზე, რომლებიც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.


მით უფრო მას შემდეგ ხდება მტვერსასრუტი აუცილებელი ოჯახში, რაც უფრო დათბება, ღია ფანჯარაში მწერებთან ერთაც სიოს თუ ქარს მტვერიც შემოაქვს, რაც ნივთებს ზედ ედება და იძულებული ხდები მტვერსასრუტი გამოიყენო.


ჩინეთი"დასტა-დასტად" უშვებს მსოფლიოში ყველაზე ბრენდული კომპანიების მტვერსასრუტებს, ფასიც ხელმისაწვდომია, მაგრამ ხარისხზე რა მოგახსენოთ.
ბუნებრივია ჩინეთიც უშვებს მაღალი ხარისხის მტვერსასრუტებს, მაგრამ ფასიც საკმაოდ მაღალია და მყიდველი სამწუხაროდ ხშირად ფასს ამჯობინებს ხარისხს.
მტვერსასრუტს უნდა შეეძლოს არა მარტო ხალიჩების გაწმენდა, არამედ საკმაოდ დაშორებული მანძილიდან მტვრის ნაწილაკების შეწოვა.



დღეისათვის საუკეთესო მტვერსასრუტებად ითვლება ევროპული კომპანიების მიერ აწყობილი აზიური ბრენდების მტვერსასრუტები, რეკლამაში რომ არ ჩამეთვალოს სახელებს არ დავასახელებ, სამაგიეროდ გთავაზობთ ვიდეოს თუ როგორ ხდება მტვერსასრუტების გაწოვის სიმძლავრის გაზომვა.


მტვერსასრუტი მძლავრთან ერთად ეკონომიურიც უნდა იყოს, არის ეკონომიურში დენის დანახარჯი იგულისხმება.


ასევე მნიშვნელოვანია აქვს თუ არა მტვერსასრუტს დენის სტაბილიზაციის უნარი, მოგეხსენებათ ჩვენთან ხშირად დენი სულაც არაა სტანდარტის 220 ვოლტის შესაფერისი, აქედან გამომდინარე სასურველია მტვერსასრუტის ძრავის კვების ბლოკს გააჩნდეს დენის სტაბილიზაცია.


მოხმარების შემდეგ ბევრი კუთხეში დებს მტვერსასრუტს, რაც მტვერსასრუტის სპეციალურ ბუნკერში ბაქტერიების გავრცელებას უწყობს ხელს, ამიტომაც გამოყენების მერე მტვერსასრუტი აუცილებლად უნდა დაიცალოს დაგროვილი მტვრის ან ზოგადად ნაგვისაგან, გაიწმინდოს და მხოლოდ ამის მერე მოხდეს მისი შენახვა.


გაითვალისწინეთ: ელექტრომოწყობილობას, მით უფრო მაღალტექნოლოგიურს არ უყვარს ტენიანი ადგილი, ამიტომაც მტვერსასრუტი მუდამ შეინახეთ მშრალ ადგილზე.


ვიდეო, სადაც ნახავთ თუ როგორ ხდება სხვადასხვა ბრენდის მტვერსასრუტების სიმძლავრის შემოწმება.


0
101
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
101