x
მეტი
  • 16.05.2022
  • სტატია:119231
  • ვიდეო:354065
  • სურათი:491732
ვიდეო: წყნარი ოკეანის ფსკერზე ატლანტიდის გზა აღმოაჩინეს?
image
წყნარი ოკეანის ფსკერზე მკვლევარებმა აღმოაჩინეს ყვითელი აგურის გზა, რომელიც მდებარეობს ათასი მეტრის სიღრმეზე. კვლევებმა აჩვენა, რომ ის რეალურად ბუნებრივი წარმოშობისაა.



კვლევითი ხომალდის „ნაუტილუსის“ ეკიპაჟმა წყნარი ოკეანის ფსკერზე ჰავაის კუნძულების ტერიტორიაზე აღმოაჩინა აგურით მოპირკეთბული გზის მსგავსი. მეცნიერებმა თავიანთი აღმოჩენა ვიდეოზე დააფიქსირეს და ვიდეო სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს, რამაც მნახველები აღაფრთოვანა.


"ეს არის გზა ატლანტიდისკენ!" - წამოიძახა ერთ-ერთმა მეცნიერმა, როდესაც ნახა ეს კადრები.


როგორც მკვლევარებმა დაასკვნეს „აგურის გზა“ უძველესი ვულკანური აქტივობის მაგალითია, როდესაც ამოფრქვევის შედეგად კლდის მრავალი ფრაგმენტი იძირრება ფსკერზე.



სპეციალისტებმა დაამატეს, რომ ვულკანურმა ბილიკმა ასეთი უცნაური ფორმა მიიღო შემდგომი ამოფრქვევების დროს გათბობისა და გაგრილების შედეგად.


0
450
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
450
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0