x
მეტი
  • 16.05.2022
  • სტატია:119230
  • ვიდეო:354065
  • სურათი:491732
"ვისურვებდი, რომ ნაკლები წამოეგოს მათ პროვოკაციას" - რას წერს ნიკა მელია?
image


ნიკა მელია მის "ფეისბუქ" გვერდზე „ქართული მარშის“ თანადამფუძნებელს, სანდრო ბრეგაძის განცხადებას ეხმაურება.


"რას აღარ თხზავენ და რას აღარ ჩხიბავენ. გლდანში რომ ვიმარჯვებდი ამ სუსის ნომრიან აგენტ ბრეგაძეს ჩემს შტაბთან აქციების მოწყობა დაავალეს. ახლა კი ახალი დავალებით დაუტვირთავთ.. სუსის ნარატივს ახმოვანებს და ვფიქრობ, ბევრს დაფიქრება მართებს, როდესაც მათი ეჭვები და ტექსტები, პოსტები სინქრონულია სწორედ ამ სუსის რეგვენი აგენტის ნარატივთან. ვისურვებდი რომ ნაკლები წამოეგოს მათ პროვოკაციას და ნაკლები გახდეს მათი უნებლიე თანამებრძოლი", - წერს ნიკა მელია.


ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტს სანდრო ბრეგაძის ფოტოც თან დაურთო...


image

სანდრო ბრეგაძემ "ალიასთან" საუბრისას განაცხადა, რომ "ნიკანორ მელია უფრო მეტად "ქოცია", ვიდრე "ოცნების" რომელიმე წევრი".


"პირდაპირ ვამბობ, ნიკანორ მელია უფრო მეტად „ქოცია“, ვიდრე „ოცნების“ რომელიმე წევრი. ხომ თვალნათელია, რომ მელია, რამოდენიმე წლის წინ ნაყიდი ჰყავს „ქართულ ოცნებას“. სხვათაშორის, მამამისის კლინიკა იმის შემდეგ უფრო და უფრო აყვავდა და ნიკანორ მელიას ბიზნესებიც აყვავდა. რომელი ოპოზიციონერი გინახავთ, რომ ციხიდან გამოდის და ახალთახალი „მაზერატის“ „ჯიპი“ ხვდებოდეს. ის „ჯიპი“ რა, თქვენ რა გონიათ, ვინ უყიდა?


ის „ჯიპი“ უყიდა „ქართულმა ოცნებამ“. ახლა კი დაიწყებს, მამაჩემის დანაზოგიდან ვიყიდეო. დაახვედრეს „მაზერატის“ „ჯიპი“, რომელიც 150 000$ ღირს, დაახვედრა გარეთ „ქართულმა ოცნებამ“ და მთელი ბიზნესები და პრივილეგიები და ა.შ. როგორ შეიძლება ახლა, ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობით ოპოზიციამ ოდესმე დაამარცხოს „ქართული ოცნება“ „ქართული ოცნების“ ძუძუდან იკვებება ნიკანორ მელია. მიშა სააკაშვილი უარესის ღირსია, არის ყველასგან მიტოვებული, თავისივე პარტიისგან გაყიდული, ციხეში გამომწყვდეული!"- ამბობს სანდრო ბრეგაძე.

0
565
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
565
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0