x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ყველა დროის ტოპ 5 უცხოელი ვარსკვლავი, რომლებმაც ყველაზე მეტჯერ შექმენს ოჯახი
image

ზოგიერთი ვარსკვლავი წლების განმავლობაში ვერ ბედავს ქორწინებას, ზოგისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, უარი თქვან ისევ და ისევ მორიგი "ნამდვილი სიყვარულის" პოვნაზე. ასეთი გადაწყვეტილების მიღებაც არც ისე ადვილია, რადგან ყველა არ არის მზად, გაუძლოს მორიგ ჭორებს და მის მიმართ ალმაცერად ყურებას, მით უმეტეს, რომ არავინ იძლევა გარანტიას, რომ ქორწინება ბედნიერი იქნება.


ჩვენს მასალაში - ვარსკვლავი ქალი- რეკორდსმენები ქორწინების რაოდენობით.



ჯოან კოლინზი - 5 ქორწინება
ჯოანის პირველი ოთხი არჩევანი იყო მსახიობი მაქსველ რიდი, მსახიობი უორენ ბიტი, ბიზნესმენი რონ კასი და მომღერალი პიტერ ჰოლმი. 2002 წელს მსახიობი დაქორწინდა პროდიუსერ პერსი გიბსონზე და ისინი დღემდე ერთად არიან. ახლა კოლინზი 88 წლისაა, ქმარი კი 57-ის.



image


პამელა ანდერსონი - 6 ქორწინება

90-იანი წლების სექს-სიმბოლოსმმომხიბვლელი ქერას ყოფილ ქმრებს შორის არიან ცნობილი მუსიკოსები ტომი ლი და კიდ როკი, ჰოლივუდის პროდიუსერი ჯონ პიტერსი და მისი პირადი მცველი დენ ჰეიჰერსტიც კი. სხვათა შორის, მსახიობმა ერთი და იგივე კაცზე ორჯერ იქორწინა. რიკ სალომონი ორჯერ იყო მისი კანონიერი ქმარი - 2007 და 2014 წელს.

image


ლანა ტერნერი - 8 ქორწინება
გასული საუკუნის 40-50-იანი ლწების სექს სიმბოლო რვაჯერ იყო დაქორწინებული შვიდ სხვადასხვა მამაკაცზე (რესტორატორი ჯოზეფ კრეინი ორჯერ იყო მისი ქმარი). თუმცა, არც ერთი მისი მამაკაცი არ იყო „გაბრიყვებული გამოუცდელი ახალგაზრდა“. ყველამ იცოდა, რაზე მიდიოდნენ და ქმრები ტერნერს უფრო მეტად იყენებდნენ, ვიდრე ის მათ. ვარსკვლავს მხოლოდ ერთი ქალიშვილი ჰყავდა. მსახიობს ხშირად უხუმრია რომ ურჩევნოდა ერთი ქმარი და შვიდი შვილი ჰყოლოდა და არა პირიქით.

image

ელიზაბეტ ტეილორი - 8 ქორწინება

ელიზაბეტ ტეილორი რვაჯერ იყო დაქორწინებული და ქორწინებისადმი ლტოლვა ასე ახსნა: „ჩემმა მშობლებმა მასწავლეს, რომ თუ ვინმე გიყვარს, უნდა დაქორწინდე მასზე“. და ისიც "იცავდა" "მშობლების დანაბარებს".

მის შვიდ ქმარს შორის იყვნენ არა მხოლოდ ცნობილი ადამიანები, როგორიცაა ბრწყინვალე მსახიობი რიჩარდ ბარტონი (ეს იყო ტეილორი, რომელზევ ორჯერ დაქორწინდა), არამედ უბრალო მუშა ლარი ფორტენსკი, რომელიცა ვარსკვლავმა მაშინ გაიცნო, როდესაც ალკოჰოლიზმისგან მკურნალობდა. ელიზაბეტი 2011 წელს გარდაიცვალა. იმ დროს მას ჰყავდა ოთხი შვილი, ათი შვილიშვილი და ოთხი შვილთაშვილი.

image

ჟა ჟა გაბორი-9 ქორწინება


უნგრული წარმოშობის მსახიობს ამერიკელები ევროპული გლამურის განსახიერებად მიიჩნევდნენ, მსახიობი და მოდელი ასევე ცნობილია ცხრა ქორწინებით შვიდ სხვადასხვა მამაკაცთან, რომელთა შორის იყო ჯეკ რაიანიც, თოჯინა ბარბის დიზაინერი. მისი ამჟამინდელი ქმარი არის გერმანელი ფრედერიკ პრინც ფონ ანჰალტი, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობს ამერიკაში. მსახიობს ერთადერთი ქალიშვილი ჰყავდა, რომელიც 2015 წლის იანვარში 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. თავად გაბორი 2016 წელს გარდაიცვალა 99 წლის ასაკში

image

0
474
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
474
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0