x
image
თაზუ
"მე არასდროს ვყოფილვარ უკრაინელი მომღერალი" - ვერა ბრეჟნევა სამშობლოს უარყოფს
ჯგუფის "ВИА Гра" ყოფილი ვოკალისტი, ვერა ბრეჟნევა, ერთ-ერთი პირველი იყო რუსეთის ვარსკვლავებს შორის, რომელმაც გამოხატა საკუთარი პოზიცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. დაბადებული "Незалежной"-ში (უკრაინულ ენაზე იგულისხმება დამოუკიდებელი, რომელსაც რუსი "პატრიოტები" დამცინავად და ირონიულად მოიხსენიებენ) თავის გამოთქმებში აქტიური და ფიცხია. დაუჯერებელია, რომ აქამდე ვერა ამტკიცებდა და ყველანაირად ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ უკრაინელი მომღერალი არ არის.


image


40 წლის ვერა გალუშკა, დაიბადა ქალაქ კამიანსკეში. ბრეჟნევა - არტისტის ფსევდონიმია. იგი სწავლობდა დნეპროპეტროვსკში, ეკონომისტის განათლება კი მიიღო ადგილობრივ რკინიგზის ინჟინერთა ინსტიტუტში. ამავე ქალაქში, ვერას მიეცა იღბლიანი შანსი გამხდარიყო ცნობილი.


2000-იანების დასაწყისში, დნეპროპეტროვსკში ჩამოვიდა ჯგუფი "ВИА Гра". კონცერტის დროს მათ მოიწვიეს მსურველები, ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერის შესასრულებლად - "Попытка № 5". გალუშკა არ დაბნეულა და მაქსიმალურად გამოამჟღავნა თავისი შესაძლებლობები, მოგვიანებით ის ქასთინგზეც მოიწვიეს, შემდეგ ჯგუდში და გალუშკა გადაიქცა ბრეჟნევად. კოლექტივში მომღერალი 4 წელი იმყოფებოდა, შედმეგ სოლისტის კარიერით დაკავდა და დაიწყო კინემატოგრაფიაში პირველი ნაბიჯების გადადგმა.



image


კიევური საიტების უმეტესობა, ვერა ბრეჟნევას მოიხსენიებდა უკრაინელ მომღერლად. თუმცა, 3 წლის წინ, ერთ-ერთი ინტერვიუს პროცესში, ვერამ თითქოს დისტანცია დაიჭირა უკრაინელებისაგან. საუბარი წავიდა იმის შესახებ, რომ მომღერალი უფრო დიდ დროს ატარებს მოსკოვში და უმეტესად გამოდის რუსეთში. რეალურად კი, მომღერალი ქმართან, კონსტანტინე მელაძესთან, და ბავშვებთან ერთად ცხოვრობდა სამ ქვეყანაში - უკრაინაში, რუსეთსა და იტალიაში, და ყველგან მათ აქვთ უძრავი ქონება. მოულოდნელად, ვერამ განაცხადა, რომ არასდროს აღიქვამდა საკუთარ თავს, როგორც უკრაინელ არტისტს.


image


" მე უკრაინელი მომღერალი არასდროს ვყოფილვარ, ვინაიდან არასდროს მიმიღია მონაწილეობა რომელიმე წლის პროექტში. ასე გამოვიდა, რომ თვითონ უკრაინა არ აღმიქვამდა ასეთს. აგრეთე, უკრაინელ მომღერლად ითვლები იმ შემთხვევაში, თუკი სიმღერები უკრაინულ ენაზე გაქვს. მე კი არ მაქვს. ჩემი პირველი კონცერტი სანქტ-პეტერბურგში იყო" - გამოაცხადა მომღერალმა. ამ გამოსვლისთვის, 2019 წელს, უკრაინის მოქალაქეებმა ბრეჟნევა გაასამართლეს, სიტყვიერად, რა თქმა უნდა.


რუსული არხის "5 канал" ჟურნალისტი, ოთარ კუშანაშვილი აცხადებს: "მე უკრაინელი მომღერალი არა ვარ" - ამას ამბობს უკრაინელი გოგონა. რად უნდა თვლიდე საკუთარ თავს, რომ უარყო საკუთარი ფესვებვი? რანაირი მომღერალი ხარ, მაშინ? მონღოლური?". ოთარი დარწმუნებულია, რომ მომღერალს ეშინია ფინანსების გარეშე დარჩენის. ამიტომაცაა, რომ ცდილობს "ერთი გასროლით ორი კურდღლის დაჭერას" - დროულად ახსენდება რომ დედა და ბებია - რუსები არიან, ხოლო მამა და ბაბუა - უკრაინელები.


image


თუმცა, უკრაინაში "სპეცოპერაციის" დაწყებისას, ბრეჟნევამ მტკიცე შეცვალა ტონი, საზოგადოდ გაახსენდა რა თავისი ფესვები. სოციალურ ქსელში მან გამოაქვეყნა:


" მამა და ბაბუა - არიან უკრაინელები. მე დავიბადე და ვცხოვრობ უკრაინაში. და ახლა, ჩვენ, განსაცდელში ვართ".


image


"ყველაზე კოშმარულ სიზმრებშიც არ წარმომედგინა, რომ რუსეთს შეეძლო თავს დასხმოდა უკრაინას. თუმცა სამწუხაროდ ეს სიზმარი აღარაა" - ამას წერდა მომღერალი თებერვლის ბოლოს, თუმცა ასეთი მჭერმეტყველი იგი არ ყოფილა 8 წლის წინ, როდესაც ბომბავდნენ დონბასს. ამან კი გამოიწვია კიდევაც უკმაყოფილება და აჟიოტაჟი მისი მხარდამჭერების მხრიდან.


იმ მიზნით, რომ მას თავი გამოეჩინა პატრიოტად, იგი ჩაება "ვოლონტიორობის" პროცესში.. იტალიაში. როგორც მაღლა ვახსენე, ამ კომფორტულ, ევროპულ ქვეყანაში მას გააჩნია 2 უძრავი ქონება: ერთი სახლი - ფორტე დეი მარმიში, საკურორტო ქალაქში, და მეორე - გარდას ტბის მიმდებარედ, ელიტარულ რაიონში. ორივე სახლი, რიელტორის შეფასებით, 2 მლნ ევროს ტოლფასია, რომელიც მომღერალმა ქმართან ერთად, უმეტესად, რუსეთში გამოიმუშავა და იქიდანვე გზავნის რუსეთის ფედერაციის მიმართ "სიძულვილის სხივებს".


"მე ვოლონტიორი ვარ ჰუმინიტარული დახმარების პუნქტში. გეხვევით ყველას, ვინც გვეხმარება, ვინც მზადაა ნებისმიერი თხოვნისთვის, სიყვარული ხომ ზუსტად ესაა" - ამბობს მომღერალი.


image


"ახალი რეალობის თვე, შიშისა და ტკივილის, ნერვიულობისა და ცრემლების თვე. პერიოდი, როდესაც ვერაფერზე ვერ ახერხებ ოცნებას" - ასე ტრაგიკულად აღწერს მომღერალის საკუთარ სულიერ მდგომარეობას საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ.













0
407
შეფასება არ არის
ავტორი:თაზუ
თაზუ
407
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0