x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
უკრაინაში ქალაქ მარიუპოლში დაიღუპა ლეგენდარული პოლკ "აზოვის" ასმეთაური ტატო ბიგვავა
image

უკრაინაში ქალაქ მარიუპოლის დამცველების უკანასკნელ აუღებელ ობიექტზე ("აზოვსტალი") დაიღუპა პოლკ "აზოვის" ქართველი ასმეთაური 27 წლის ტატო ბიგვავა.


ტატო დაიღუპა რუსი აგრესორების მიერ ჩამოგდებული კასეტური ბომბების აფეთქების დროს მაშინ, როცა თავის ასეულთან ერთად ამზადებდა და იცავდა ჰუმანიტარულ დერეფანს, რომლითაც უნდა გაეყვანათ თავშესაფრიდან ბავშვები, ქალები და მოხუცები.


კასეტურმა ბომბმა შეიწირა ვაჟკაცი ქართველი ახალგაზრდა, რომელიც ჩემი სოფლის მიმდებარე სოფლიდანაა წარმოშობით და პარტიზანობისას მის სოფელში ჩვენი დისლოკაციის დროს გავიცანი მისი ოჯახი.



ტატო ბიგვავა მეთაურობდა "აზოვის" პოლკის მეორე ასეულს. დამთავრებული ჰქონდა უკრაინის სამხედრო აკადემია და 2014 წლიდან მსახურობდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს უკვე ლეგენდად ქცეულ პოლკში.


ერთი თვის უკან ქართველი მებრძოლი უკრაინის პრეზიდენტმა დააჯილდოვა ორდენით "მამაცობისათვის" რომლის მიღება ტატომ ვერ შესძლო მარიუპოლის ალყაში ყოფნის გამო.


ტატოს ოჯახი ჩემი თანაქალაქელებია-სოხუმელები, დევნილობის მერე ოჯახი უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად.


ტატოს მამა ზუგდიდის რაიონში სოფელ ნარაზენში დაიბადა, ტატოს ბიძები და სანათესაო ნარაზენში ცხოვრობს.


პარტიზანობის პერიოდში ჩვენი დანაყოფი ნარაზენში იყო დისლოცირებული და სწორედ მაშინ გავიცანი ტატოს მამა ბატონი ბადრი, რომელიც ძალიან ერუდირებული ადამიანია, მათ ოჯახშიც ვარ სტუმრად ნამყოფი, როგორც სოხუმელი რამდენიმეჯერ დამპატიჟეს.


ვიყავი სამძიმარზე, სადაც ტატოს სანათესაო დამხვდა, ძალიან მომიკლა გული ტატოს ბებიის მოთქმამ: "5 წლის წინ გნახე ბებო ბოლოს და მას შემდეგ ტელეფონით მეხმიანებოდი და აქეთ მამხნევებდი ყველაფერი კარგად იქნებაო".
ტატოს დანიშნული ყავდა, რომელთან დაქორწინება ვერ მოასწრო. ტატო ჩემზე ასაკით უმცროსია, ერთად არსად გვიბრძოლია, მაგრამ მამაჩემი რომელიც მარიუპოლში იბრძოდა უკრაინის საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადაში, ხშირად შეხვედრია ბრძოლის ველზე ტატოს და როცა დარეკვას ახერხებდა სულ აქებდა, მეამაყება ეს ბიჭი, ძალიან შორს წავა ისეთი მებრძოლი და მეთაურიაო.


მამა დაიჭრა და გიორგობა დღეს ღვთის წყალობით და უკრაინელების და ქართველების ჯგუფის დაუჯერებელი მოქმედებების წყალობით დღეს ცოცხალია და ალბათ მაქსიმუმ 2 თვეში ისევ მწყობრში ჩადგება.


უფალს ებარებოდეს უკრაინაში დაღუპული თითოეული ქართველი.
ამ ეტაპზე ტატოს გამოსვენება შეუძლებელია, რადგან ალყა "აზოვსტალში" "აზოვის" და საზღვაო ქვეითების" ირგვლივ სულ უფრო და უფრო ვიწროვდება.
"აზოვის" და საზღვაო ქვეითების ბრიგადის დაჭრილი მებრძოლები ამპუტირებული კიდურებით და სამედიცინო მანიპულაციებისას, ერთერთ მიწისქვეშა საველე ჰოსპიტალში.


imageimageimageimageimageimageimageimage
+14









0
71
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
71