x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ვინაა და როგორია ეს ადამიანი, მივხვდი 2008 წელს, როდესაც..." - რას წერს ნიკა მელია ნიკა გვარამიაზე

image


პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესს სოციალურ ქსელში ეხმაურება და "მთავარი არხის" დამფუძნებელს სრულ მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი საკუთარ ფეისბუქპოსტში ასევე იმ დროსაც იხსენებს, როდესაც 2008 წელს იუსტიციის სამინისტროში მუშაობა სწორედ ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით დაიწყო. მელიას თქმით, ჯერ კიდევ მაშინ მასზე როგორც პრინციპულ და შეუპოვარ ადამიანზე შექმნილი პირველი შთაბეჭდილება მას დღემდე არ შეცვლია. შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ნიკა გვრამიას საქმეზე განაჩენს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.


"არსებობს პრინციპები და არსებობენ ადამიანები რომლებსაც აქვთ პრინციპები;


ადამიანები რომლებიც განასახიერებენ პრინციპულობას და შეუპოვრობას; ადამიანები რომლებიც არ იღებებენ მოცემულობას, არც მაშინ როდესაც მოცემულობა კომფორტულია და არც მაშინ როდესაც არ არის... და არსებობს ნიკა გვარამია, რომელიც ყველაფერ ამას განასახიერებს.


ვინაა და როგორია ეს ადამიანი, მივხვდი 2008 წელს, როდესაც სწორედ მისი გადაწყვეტილებით დავიწყე მუშაობა იუსტიციის სამინისტროში. მაშინ პირადად საერთოდ არ ვიცნობდი.


ამ გადაწყვეტილებამდე კი, მას, როგორც მინისტრს მაგიდაზე დაუდეს უარყოფითი დასკვნა ჩემზე და არ ურჩევდნენ ჩემს დანიშვნას, ჩემი მოქალაქეობრივი, ოპოზიციური განწყობების გამო.


ბევრი მაშინდელი მინისტრი, მინიმუმ თავს არ აიტკივებდა, ის კი არ მოერიდა არც ჩემს ოპოზიციურ განწყობებს და არც იმ ფაქტს, რომ რამდენიმე თვის წინ, საჯარო სამსახური დატოვება სწორედ პოლიტიკური მოსაზრებების გამო მომიწია.

აი პირველად მაშინ ჩამომიყალიბდა ამ ადამიანზე აზრი, რომელიც დღემდე არ შემცვლია...


მას მერე კი ვინ მოთვლის რამდენჯერ მინახავს მისი პრინციპულობა, შეუპოვრობა, უდრეკობა და დღეს, როდესაც პრინციპზე და ბრძოლაზე მიდგება საქმე, მე ვიცი, ვინ შემიძლია ვიგულო გვერდით;


Nika Gvaramia შენს გვერდით ვარ - მიზანია მთავარი..."- წერს ნიკა მელია.







0
954
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
954