x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
გიჟი თაყვანისმცემლები, რომლებმაც პლასტიკური ოპერაცია გაიკეთეს, რათა თავიანთ კუმირებს დამსგავსებოდნენ

image
იმისათვის, რომ სრულად გაიმეორონ ცნობილი ადამიანების იმიჯი, თაყვანისმცემლები კოპირებენ საუბრის მანერას, ტანსაცმლის სტილს და ვარსკვლავის გარეგნობასაც კი. ზოგჯერ, გარეგანი მსგავსების მისაღწევად, გულშემატკივრები პლასტიკური ქირურგის სკალპელის ქვეშაც წვებიან და ზღაპრულ თანხას ხარჯავენ ოპერაციებზე.

გულშემატკივართა სიყვარული ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ მისი სიტყვებით ახსნა შეუძლებელია. ზოგი ესწრება ყველა ღონისძიებას საყვარელი ვარსკვლავების მონაწილეობით, ზოგი აწყობს ვარსკვლავებზე ნამდვილ მეთვალყურეობას, ზოგი კი თავისი კუმირის ასლი ხდება.

ტობი შელდონი - ჯასტინ ბიბერი
image
ჯასტინ ბიბერთან მსგავსების გულისთვის ამერიკელმა ტობი შელდონმა 100 ათასი დოლარი დახარჯა. სამუშაოს კიდევ უფრო ართულებდა ის ფაქტი, რომ ტობი ჯასტინზე თითქმის 15 წლით უფროსი იყო.

ეშლი ჰორნი - ლინდსი ლოჰანი

image
ეშლი ჰორნმა გადაწყვიტა გამხდარიყო ლინდსი ლოჰანის ასლი. ეს არ მომხდარა უბრალო მიზეზით. მისი სურვილის უკან ნამდვილი დრამა იმალება. საქმე იმაშია, რომ გოგონა მსახიობის ნახევარდაა. ამ სახით იგი ცდილობდა მამის, მაიკლ ლოჰანის ყურადღების მიქცევას. ამ მიზნით გოგონას პლასტიკური ოპერაციების სერია ჩაუტარდა, რომელიც მას 25 ათასი დოლარი დაუჯდა.

მიკი ჯეი - მაიკლ ჯექსონი
image
პოპის მეფე მილიონობით ადამიანის კერპი გახდა. მისმა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა, მიკი ჯეიმ, 10 000 დოლარი დახარჯა პლასტიკურ ქირურგიაზე, რათა თავის კერპს დამსგავსებოდა. მიკიმ ნიკაპი შეასწორა, ლოყებში იმპლანტები ჩაისვა და ცხვირის ფორმა მთლიანად შეცვალა. აღსანიშნავია, რომ ოპერაციამ შედეგი გამოიღო, რადგან ამის შემდეგ გოგონამ აქტიურად დაიწყო შოუში მონაწილეობა, როგორც ჯექსონის ორეულმა.

ადამ გუერა – მადონა

image
ბიჭი სახელად ადამ გუერა ადრეული ბავშვობიდან მადონას ფანი იყო. მან 18 ოპერაცია გაიკეთა და 200 ათას დოლარზე მეტი დახარჯა, რათა გარეგნულად დამსგავსებოდა თავის კერპს. ადამს არაერთხელ ჰქონდა კომფლიქტი დედასთან და შეყვარებულთან დახარჯული ფულის გამო, მაგრამ ის არ აპირებს თავისი უცნაური ჰობის დათმობას.

ლინა სენდსი - ანჯელინა ჯოლი
image
ლინა სენდსი ანჯელინა ჯოლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ორეულია. გოგონა არ მალავს, რომ ყველაფერს აკეთებს, რათა არ დაკარგოს მსგავსება სახელგანთქმულ მსახიობთან.


0
130
7-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0