x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ამერიკაში ილონ მასკის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

image


აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) დაიწყო გამოძიება მილიარდერ ილონ მასკის მიერ ტვიტერის აქციების შესყიდვის შესახებ ინფორმაციის გვიან გამჟღავნების გამო. ამის შესახებ Wall Street Journal (WSJ) წყაროებზე დაყრდნობით წერს.


გამოცემის წყაროებმა აღნიშნეს, რომ მასკი ეჭვმიტანილია იმაზე, რომ მან გადაწყვიტა გაჩუმებულიყო კომპანიის აქციების ნაწილის ყიდვის შესახებ, რადგან, მას არ სურდა მათი ფასის გაზრდა.


ექსპერტები შეთანხმდნენ, რომ ინფორმაციის დამალვის შემთხვევაში, მასკს შეეძლო 143 მილიონ დოლარზე მეტის დაზოგვა ტვიტერის შესყიდვაზე.



გამოცემა WSJ-მ დაამატა, რომ მასკმა ტვიტერის 9.2% აქცია იყიდა. SEC-მ გარიგება მხოლოდ 4 აპრილს გამოაცხადა, ხოლო, თავად გარიგება 14 მარტს დასრულდა. თუმცა, წესების მიხედვით, მყიდველმა, რომელიც იძენს საჯარო კომპანიის ხუთ პროცენტს ან მეტ პროცენტს, უნდა აცნობოს კომისიას 10 დღით ადრე.

0
50
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0