x
image
არჩილ ვერულიძე
გამაოგნებელი ძველ-რომაული კანონები და ადათები, რომლებიც სავსებით ნორმალურად ითვლებოდა

image
ითვლება, რომ ერთ დროს რომის იმპერია იყო ცივილიზაციის მწვერვალი. და ეს სიმართლეა - უბრალოდ გავიხსენოთ, რომ ძველ რომში აშენდა წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემა, იყო გათბობის სისტემა და მრავალი სხვა სარგებელი. მაგრამ არსებობდა ასევე ძალიან თავისებური კანონები და წეს-ჩვეულებები. დღეს, რა თქმა უნდა, ისინი გამაოგნებელია.

ქალებს დაკრძალვაზე ტირილის უფლება არ ჰქონდათ
image
ყოველთვის ითვლებოდა, რომ რაც უფრო მეტი გლოვაა ვინმეს დაკრძალვაზე, მით უფრო პოპულარული იყო ეს ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში. მაშასადამე, ჩვეულებრივი ამბავი იყო პროფესიონალი მგლოვიარეების დაქირავება, რომლებიც კუბოს მიჰყვებოდნენ დამწუხრებული ნათესავების ბრბოში.

თუმცა, ყველაფერი სწრაფად გამოვიდა კონტროლიდან, რადგან დაქირავებული მგლოვიარე-მსახიობები ზედმეტად იჭრებოდნენ თავიანთ როლში. ძალიან ხმამაღლა ტიროდნენ და ტანსაცმელს იხევდნენ. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამ პრაქტიკის შეზღუდვის შესახებ და ამიტომ ქალებს ეკრძალებოდათ დაკრძალვაზე ტირილი. რატომ შემოიფარგლა კანონი მხოლოდ ქალებით? იმიტომ, რომ მამაკაცებისთვის ტირილი საზოგადოებაში დიდ სირცხვილად ითვლებოდა.

2. აბანოში ყველა თანასწორი იყო

imageმიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში მონებს ფუფუნებისა და განებვრების უფლება არ ჰქონდათ, რომლითაც მათი ბატონები რეგულარულად სარგებლობდნენ, აბანო გამონაკლსს წარმოადგენდა. იქ ყველას, მონიდან იმპერატორამდე, შეეძლო გაშიშვლება, და შემდეგ თბილ წყალში დასვენება ან ყინულის აუზში ჩაყვინთვის გზით მკურნალობა.

3. ტუალეტის მონახულება შეიძლება სახიფათო ყოფილიყო

image
აბანოში სიარული შეიძლება საკმაოდ სასიამოვნო ყოფილიყო, რასაც რომაულ ტუალეტზე ვერ ვიტყვით. გარდა იმისა, რომ საზოგადოებრივი ტუალეტები სხვა არაფერი იყო, თუ არა სკამი მრავალი ნახვრეტით, არსებობდა რეალური რისკი იმისა, რომ შიგ ვირთხა ჩაძვრებოდა და ადამიანს უკბენდა. მხოლოდ უფრო მოწინავე საკანალიზაციო სისტემებში იყო დამონტაჟებული "ვირთხა ბლოკატორები".

იმის გათვალისწინებით, რომ ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად რომაელები ჩხირებზე აცმულ ღრუბელს იყენებდნენ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ აბაზანის მიღება აუცილებელი პროცედურა იყო ტუალეტში ვიზიტის დროს მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმის მოსაშორებლად.

4. შარდი საუკეთესო გამწმენდი საშუალება იყო

image
თუმცა, ძველ რომში საზოგადოებრივ ტუალეტებს ერთი მთავარი უპირატესობა ჰქონდა: ისინი აგროვებდნენ დიდი რაოდენობით შარდს. ის რეცხვისთვის აუცილებელი იყო. ამიაკის საშუალებით ათეთრებდნენ რომაული ტოგას, თუმცა ეს არ გახლდათ სასიამოვნო სამუშაო. ამიტომ რეცხვით დაკავებულნი იყვნენ სპეციალურად მომზადებული ადამიანები - ფულონები, რომლებიც მუშაობდნენ ფულონიკაში (სამრეცხაო).

5. უბრალო ადამიანებისთვის მეწამული ფერის ტანსაცმლის ტარება დანაშაული იყო.
image
ტანსაცმელი იყო სტატუსის ნიშანი და მათი ფერები შეიძლება გამოეყენებინათ პიროვნების სიმდიდრის საჩვენებლად.
მეწამული საღებავი მოლუსკებისგან ძვირადღირებული მეთოდით მიიღეს, ქსოვილზე გამოყენებისას ფერები ცოცხალი იყო და მზეზე არ ხუნდებოდა. ქსოვილის კეთილშობილ მეწამულ ფერში შეღებვა დიდი ფული ჯდებოდა, ამიტომ მხოლოდ მდიდრებს შეეძლოთ მისი ტარება. ჩვენი წელთაღრიცხვით IV საუკუნისთვის ეს იყო ფერი, რომლის ტარება მხოლოდ იმპერატორს შეეძლო.

0
205
6-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0