x
მეტი
  • 16.05.2022
  • სტატია:119235
  • ვიდეო:354065
  • სურათი:491734
15 ვარსკვლავი, რომლებმაც საზოგადოება დააინტერესეს თავიანთი შესახედაობით, ოღონდ მხოლოდ ერთი დეტალით
1. ოლივია კოლმანი და ნომრიანი ბეჭედი.
imageოქროს გლობუსის ცერემონიის შემდეგ ბევრმა შენიშნა, რომ მსახიობის ბეჭედს ჰქონდა იდუმალი წარწერა „50:50“. სინამდვილეში, ეს იყო ორგანიზაციის ნიშანი, რომელიც იბრძვის გენდერული თანასწორობისთვის კინოში, თეატრსა და ტელევიზიაში.
***
2.სკარლეტ იოჰანსონი და საყელო - ყელსაბამი.
image2015 წელს მსახიობმა ოსკარისთვის საკმაოდ მოკრძალებული კაბა აირჩია, თუმცა შეავსო სვაროვსკის კრისტალებით ამოქარგული საყელო -ყელსაბამით და სწორედ ამ დეტალმა მიიქცია ყველას ყურადღება.
***
3. რეიჩელ ვაისი და 1903 წლის საიუველირო თავსაბურავი.
imageმსახიობის მოხდენილი თავსაბურავი 2019 წლის ოსკარის დაჯილდოების შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე სასაუბრო აქსესუარად იქცა. აღმოჩნდა, რომ ეს არის 1903 წლის 2 ვინტაჟური ბროში, გადაკეთებული თმის ორნამენტად.
***
4. ვუპი გოლდბერგი და რვაფეხას სამაჯური.
image1ა - ვუპი გოლდბერგი.
image2ბ - ვუპი გოლდბერგი
***
5. ჯასტინ ბიბერისა და დათვის დეკორაცია
imageგასულ ზაფხულს მომღერალი მოდის ტენდენციის ერთ-ერთი ტიპიური მიმდევარი იყო: სამკაულები საზაფხულო ბანაკის სტილში. მთელ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ბიბერის ფოტო, სადაც ის ოფიციალურ კოსტიუმში და გულსაკიდით გამოჩნდა, რომლითაც 5 წლის გოგონები იქნებოდნენ აღფრთოვანებულნი.
***
6. ტეილორ სვიფტი და განსხვავებული საყურეები.
imageიმ საღამოს მომღერალს ეცვა ფაფუკი კაბა დიდი ყვითელი ყვავილებით, ამიტომ დამატებითი სამკაულები ან აქსესუარები შეიძლება ერთი შეხედვით ზედმეტი ყოფილიყო. თუმცა, ვარსკვლავმა გადაწყვიტა და დამატებითი ელფერი შესძინა თავის გარდერობს ისეთი აქსესუარის სახით, როგორიცაა მასიური საყურეები, რომლებიც შესანიშნავად მოერგო მის არსეებულ იმიჯს. ამ საყურეებმა თავის მხრივ დამატებითი ყურადღება მიიქცია საზოგადოების მხრიდან, რადგან ასიმეტრიული იყო.
***
7. ნემზა და თმები ბრილიანტის იმიტაციით

imageახალგაზრდა მომღერალი სრულიად უჩვეულო აქსესუარით გამოჩნდა: გაშლილი თმები ნაწნავები რამდენიმე ''ღერი'' ბრილიანტის იმიტაციით დაამშვენა.
***
8. ალისია კიზი და სახის ნიღაბი
image2020 წელს MTV EMA-ს ცერემონიაზე მომღერალმა აღტაცება გამოიწვია: ალიშა სცენაზე გამოჩნდა გამჭვირვალე მთლიანი სახის ნიღბით, რომელიც მორთული იყო ბრილიანტის ''ინკრამენტებით''. მოგვიანებით მან მოიხსნა ნიღაბი და მეორედ გააოცა მაყურებელი, იმით რომ, მომღელის სახეზე მაკიაჟი პრაქტიკულად არ იQuestlove და ჩანთა გულსაკიდიყო.
***
9. Questlove და ჩანთა გულსაკიდი
imageმუსიკოსმა გადაწყვიტა ოსკარის დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია გაეზავებინა თავისებურად და უცნაური ჩანთის ფორმის კულონი გაიკეთა. შესაძლოა, ჩანთას მხოლოდ დეკორატიული ფუნქცია ჰქონდა, ან იქნებ იქაც რაღაც იდო.
***

10. დუა ლიპა და მასიური ჯაჭვები.
imageახალგაზრდა მომღერალს უყვარს ექსტრავაგანტული სამოსი და კიდევ ერთხელ მოახერხა თავისი იმიჯით ყველას ყურადღების მიქცევა. დუას 2022 წლის გრემის ცერემონიაზე დიდი ზომის ჯაჭვის ყელსაბამი ეკეთა.
***
11. კრისტენ სტიუარტი და ონიქსის გულსაკიდი.imageმსახიობი ცნობილია თავისი მეამბოხე სულით, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა ოსკარის ღონისძიებაზე, სადაც კაბის ნაცვლად მოკლე შორტებითა და ქურთუკით გამოჩნდა. თუმცა მან მაინც გადაწყვიტა ცოტაოდენი ჰოლივუდური შიკი შეემატებინა თავისი მკაცრი და ლაკონური იერისათვის და გრძელი ონიქსის ყელსაბამი მოირგო, რამაც მიიქცია კიდევაც საზოგადოების ყურადღება.

***
12. სელესტ უეიტი და გულის ჩანთა
imageმომღერალმა წითელ ხალიჩაზე განსაკუთრებით გამორჩეული იყო, როცა ანატომიური გულის ფორმის ჩანთით გამოჩნდა ცერემონიალზე, რომელიც პრიალებით იყო გამოწყობილი. ამგვარმა აქსესუარმა აჟიოტაჟი გამოიწვია და ინტერნეტში მას ეძახდნენ როგორც ელეგანტურს, ასევე შემზარავს.
***
13. ჰარი სტაილსი და ბოა.
image2021 წლის გრემის ცერემონიაზე მომღერალი საღამოს ვარსკვლავი გახდა და ეს ყველაფერი ბოას დამსახურებაა. ასეთი აქსესუარი სადღაც კაბარეში შესაფერისი იქნებოდა, მაგრამ ჰარიმ სხვაგვარად გადაწყვიტა და საღამოს 3 სხვადასხვა ფერის ბოა შეცვალა, რამაც დისკუსიების აურზაური გამოიწვია.
***
14. Troy Kotzur და გულსაბნევი მნიშვნელობით.
imageCODA-ს ვარსკვლავმა: ყრუ მშობლების შვილმა წელს ოსკარი მოიპოვა. მსახიობი ფაქტობრივად ყრუა და ქურთუკის ლანგზე გამოსახული სამკერდე ნიშანი დაეხმარა ემოციების გამოხატვაში: ასე დაკეცილი თითები ჟესტების ენაზე ნიშნავს „მიყვარხარ“.
***
15. მეგან მარკლი და სამკაულები მესიჯით

image


მეგანი ცნობილია საკულტო კოსტიუმების სიყვარულით და არც მისი ბოლო გამოჩენა იყო გამონაკლისი. მან თეთრი კოსტუმი "მოლაპარაკე" სამკაულებით შეავსო, რომლის გულსაკიდზე ეწერა: "გუშინდელზე მეტი, ხვალინდელზე ნაკლები". ეს იყო მინიშნება როზამონდა ჟერარის ლექსზე, რომელიც ამბობს: „ყოველდღე უფრო მეტად მიყვარხარ. დღეს უფრო მეტად, ვიდრე გუშინ, და ხვალინდელზე ნაკლებად''.

ხოლო ბრენდი, რომელმაც შექმნა ის ჯაჭვი, რომელიც ხელზე ეკეთა მეგანს, განმარტა სამკაული, როგორც ''უბრალო,
მაგარი და ძალინ მომხიბვლელი და მიმზიდველი.'' ახლამხოლოდ შეიძლება
ვივარაუდოთ, იცოდა თუ არა მეგანმა ბრენდის მიერ მისი სამკაულის ასეთი აღწერის შესახებ, როცა სამკაულები გაიკეთა.

და თქვენ რა აქსესუარების ტარება მოგწონთ?

0
175
შეფასება არ არის
ავტორი:fisunia krutunadze
fisunia krutunadze
Mediator image
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0