x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
რა სირთულეებს გამოიწვევს მზეზე X-კლასის უძლიერესი აფეთქება?
image
შემდეგი შესაძლო ყველაზე ძლიერი ამოფრქვევები მოხდა მზეზე - X კლასის აფეთქება. ნასას კლასიფიკაციის მიხედვით, , ამ აფეთქებებს აქვთ ენერგიის ყველაზე მაღალი გათავისუფლება დანარჩენ ოთხ კლასთან შედარებით, ავრცელებს SciTechDaily-ი.


მზის ახალი აფეთქება გადაიღო ნასას Solar Dynamics Observatory კოსმოსურმა აპარატმა, რომელიც სწავლობს მზეს და მის გავლენას ჩვენს პლანეტაზე და დედამიწის მახლობლად სივრცეზე.


მეცნიერთა აზრით, X კლასის აფეთქების დროს მზეზე მოხდა კორონალური მასის ძლიერი ამოფრქვევა. ეს არის პლაზმის ნაკადი, რომელიც მოემართება დედამიწისკენ და შეიძლება გამოიწვიოს, როგორც ძალიან კაშკაშა პოლარული ნათება, ასევე, ძლიერი გეომაგნიტური შტორმები.



image



მაისის დასაწყისიდან, მზის აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა მასშტაბით. ნასა აფიქსირებს როგორც X-კლასის, ასევე M-კლასის მზის აფეთქებებს, რომლებიც 10-ჯერ ნაკლებ ენერგიას გამოყოფენ კოსმოსში.


X კლასის მზის ამოფრქვევები არის ყველაზე ძლიერი ამოფრქვევები, რაც შესაძლებელია ჩვენს ვარსკვლავზე. ასეთი აფეთქებების დროს ხდება წარმოუდგენლად უზარმაზარი ენერგიის გამოყოფა.მზის აფეთქებას შეუძლია გავლენა მოახდინოს დედამიწაზე რადიოკავშირების მუშაობაზე, შეაფერხოს სანავიგაციო ინსტრუმენტების მუშაობა და ასევე, იმოქმედოს ენერგოსისტემების მუშაობაზე. ნასა მუდმივად აკონტროლებს კოსმოსურ ამინდს და მზის მდგომარეობას, რათა, თავიდან აიცილოს მზის ამოფრქვევის შესაძლო უარყოფითი შედეგები დედამიწაზე.


image


ის, რომ მზის აქტივობა იზრდება, ნიშნავს, რომ ჩვენი ვარსკვლავი სულ უფრო უახლოვდება აქტივობის პიკს - მზის მაქსიმუმს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მზის აფეთქებები განსაკუთრებით ბევრი იქნება 2022 წელს. თუმცა მზის ყველაზე დიდი აქტივობა იქნება 2024 წლის შემოდგომის ბოლოდან 2026 წლის გაზაფხულის დასაწყისამდე.


0
102
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0