x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
უკრაინაში ლიკვიდირებულია რუსეთის ჩემპიონი სატანკო "ბიატლონში" ბატო ბასანოვი
image

რუსეთში ჩატარებული ბოლო სატანკო ბიატლონი მოიგო უმსროსი სერჟანტის, ბურიატი ბატო ბასანოვის სატანკო ეკიპაჟმა.


ბასანოვის ეკიპაჟმა ყველა დავალება საუკეთესოდ შეასრულა და ყველა დაბრკოლება საჯარიმო ქულების გარეშე გადალახა, რისთვისაც ერთხმად იქნა მისი ეკიპაჟის გამარჯვებულად გამოცხადებული.


ეს სატანკო ბიატლონში გამარჯვებული ტანკისტი ფიქრობდა უკრაინაშიც ისეთივე წარმატებებით გადალახავდა ყველა დაბრკოლებას და წინააღმდეგობას რაც შეხვდებოდა უკრაინელების მხრიდან, მაგრამ მაგრამ მოვლენები ისე არ განვითარდა როგორც ბურიატი ტანკისტი და მისი ეკიპაჟი ვარაუდობდა.
რუსეთში სატანკო ბიატლონში გამარჯვებული ტანკისტი ალბათ მორიგ მედალზე-და ორდენებზე ოვნებობდა, მაგრამ ამერიკულმა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს "ჯაველინიდან" გაშვებულმა რაკეტამ წერტილი დაუსვა ბატო ბასანოვის და მისი ტანკის ეკიპაჟის ოცნებებს, რუსეთის ჩემპიონი სატანკო ბიატლონში ტანკში ჩაიწვა ეკიპაჟის სხვა წევრებთან ერთად.



ნატო ბასანოვს, როგორც რუსულ რესურსებზე წერენ სანაძლეოც კი ჰქონია დადებული, რომ მისი ეკიპაჟი და მათი ტანკი პირველი შევიდოდა იმ მიმართულების უმთავრეს ქალაქში, რომელ მიმართულებაზეც უწევდა ბრძოლა.
ბატო ბასანოვი დნმ-ის ანალიზით იქნა ამოცნობილი მას შემდეგ რაც უკრაინელებმა მისი და მისი ეკიპაჟის სხეულის ნარჩენები გადასცეს რუსულ მხარეს.


ერთი სიტყვით რუსეთის ჩემპიონმა მიიღო მედალი მამაცობისათვის, მაგრამ თავიც დაკარგა და ტანიც უკრაინელებთან ბრძოლაში.


image



0
790
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
790