x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
"ერთი გაუმძღარი პატიმრის გულისთვის, რომ მთელი ციხის "პალაჟენიე" ფუჭდება-ციხე ბუნტდება"-ლალი მოროშკინა
image

"ერთი გაუმძღარი პატიმრის გულისთვის, რომ მთელი ციხის "პალაჟენიე" ფუჭდება-ციხე ბუნტდება, სასჯელაღსრულების სისტემა სახელმწიფო სახელმწიფოშია და ბევრი რამე შიგნიდან ლაგდება.. რაო ბიჭებო, ნაადრევად ხომ არ მოდუნდით? მანდ გიზით "შავი პარასკევის" და "ნულოვანი ტოლერანტობის" შემოქმედი. შეკრებითობის კანონის და 14 წლამდე ბავშვებისთვის პატიმრობის შეფარდების ინიციატორი, 14 კაციან საკანში 80 კაცის ჩამტენი, ტუალეტების და დუშების მტერი და თქვენი ბალანდების ტექნიკური ზეთით შემკმაზავი...


რაო ბიჭებო, ასე ძალიანაც არ ვარგა მოდუნება, თორემ საპონმა გასრიალება იცის... მითქვია მე..." - წერს სოციალურ ქსელში ლალი მოროშკინა.


მანამდე მოროშკინამ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ გაუბედურებული საქართველო ოკეანის გაღმა პროექტია:



"ნწ, ნწ, ნწ... ახლა გაიგეთ, რომ "გაუბედურებული საქართველო"- დიდი ხანია ოკეანის მიღმა პროექტია? ახლა გაანალიზეთ თურმე, რომ: "ვარდების რევოლუცია", ძალადობა, ნულოვანი ტოლერანტობა, იდენტობის აღრევა, ავტორიტეტების მოსპობა, მეცნიერების განადგურება, მედიის გავერანება, ფეიკ ნიუსების სამჭედლოების დასპონსორება, კვაზი ელიტის ჩამოყალიბება, "ჩარეცხილი" ინტელიგენცია, კოდორის ჩაბარება, 116 სოფლის დაკარგვა, გვამებზე როკვა, მკითხავების პირით ე.წ. "საიმედო" ინფორმაციების გავრცელება, ცრუ მოლოდინების შექმნა, საპატრიარქოს დასუსტება და რაც მთავარია მხსნელად მოსული ბიძინა ივანიშვილის იმიჯის შელახვა-ყველაფერი ეს არამეგობრული დასავლეთის პროექტია-ახლა გაიგეთ?


გამოსავალი ერთია: ან ყველაფერს თავის სახელს ვარქმევთ და ღირსეულად ვაგრძელებთ გზას ან მუდმივად ჩექმის ქვეშ ვიქნებით, ხან "კირზის", ხან "კოვბოისკის"... ხო, მეგობრული დასავლეთიც არსებობს და ისინიც ჩვენსავით იტანჯებიან, მაგრამ ვგონებ გამოჩნდა გვირაბის ბოლოს შუქი- ვილაპარაკოთ მხოლოდ სიმართლე!!!!!"


0
538
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
538
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0