x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დაბრუნება ბავშვობაში - ტკბილეულობა და კანფეტები, რომელთა გემოც განუმეორებელია

image

საბჭოთა პერიოდში ყველაფერი სხვაგვარად იყო. რაღაცეები უკეთესი იყო თუ უარესი დღესაც სადისკუსიო თემაა, მაგრამ ნამდვილად არა ის, რაზეც ახლა გვექნება საუბარი.


ცნობილი ფაქტია, რომ უმეტესობა ცდილობს დაივიწყოს ცუდი, სადღაც კუთხეში მიკუჭოს და სიყმაწვილის დროინდელ კარგ მომენტები ნოსტალგიით გაიხსენოს.

ამათგან ერთ-ერთი მათგანია საბჭოთა პროდუქტები, ნატურალური და კონსერვანტების გარეშე, ახლანდელისგან განსხვავებით, რომლებიც ასე უხვია და მრავალფეროვანი მაღაზიების თაროებზე.



აქ კი შეუძლებელია სსრკ-ში წარმოებულ ტკბილეულზე არ ვისაუბროთ. ზოგიერთი მათგანი დღესაც იყიდება, მაგრამ გემო აბსოლუტურად განსხვავებულია და ზოგჯერ ოდნავადაც არ უახლოვდება ორიგინალს.


ახლა თაროებზე შეგიძლიათ იპოვოთ მაგალითად ტოფი, თუნდაც იგივე სახელებით - "კის-კის" და "ოქროს გასაღები", შოკოლადი "დათუნია", "ყარა-ყუმი" ან "მერცხალი"მაგრამ ბევრი დამეთანხმება, რომ ეს ის გემო აღარ არის.

image

image
image
image

ალბათ გახსოვთ შესქელებული რძით დამზადებული ტუბები, რომელიც არამარტო ბავშვების, არამედ ოჯახის ზრდასრული წევრების საყვარელი ნუგბარი იყო. ახლა მათი ყიდვა უფრო ადვილია, მაგრამ ისეთივე გემო არ აქვთ, როგორც ადრე. თუ მათ ახლა ოჯახში გააკეთებთ მაინც არ გამოვა ისეთივე, რადგან თავად ინგრედიენტებსაც აღარა აქვს ის ძველი გემო.

image

რა თქმა უნდა ბევრს გახსოვთ "ფანქარი", (თანამედროვე ჩუპაჩუპსი)

image

სხვადასხვა კანფეტები.მათ შორის უპოპულარესი მომპასი, ლითონის ყუთებში."კიბოს კისერი", კოწახურის საწუწნი კანფეტი, "მამალო" და მრავალი სხვა.

imageimage

დღესაც ამბობენ, რომ საბჭოთა კავშირი საუკეთესო ნაყინს ამზადებდა მსოფლიოშიო, ამის გადამოწმება აბსოლუტურ უმრავლესობას არ შეეძლო, თუმცა რადგან ამბობდნენ, ალბათ ამის საფუძველიც არსებობდა.

ალბათ ბევრს გახსოვთ ხილ-კენკროვანი ნაყინიც.

image

ნუგა კანფეტი, ზეფირი და ფერადფერადი კარამელის კანფეტები


image

image

image

რა თქმა უნდა გვერდს ვერ ავუვლით კისელს, რომელიც ქაღალდის ბრიკეტებში იყიდებოდა. მსგავსი მშრალი კისელი დღესაც იყიდება, თუმცა ისეთი გემო აღარ აქვს, ბავშვებს იმდენად უყვარდათ მშრალი კისელი, რომ ხშირად არ აცდლიდნენ მომზადებას, რომ სითხედ ქცეულიყო და მშრალად ჭამას ამჯობინებდნენ.

image


და ბოლოს... გაზიანი სასმელები, ლიმონათები, რა თქმა უნდა ახლაც ამზადებენ სხვადასხვა კომპანიები ტარხუნის, მსხლის, ფეიხოას, ლიმონის და ა.შ. გაზიან სასმელებს, მაგრამ გემოვნებით ახლოსაც ვერ მივა იმ ძველ ლიმონათებთან, მეტიც, ზოგი იმდენად უგემურია, რომ ლიმონათს შეგაძულებენ.



image


რა თქმა უნდა აქ ნუგბარის მხოლოდ ნაწილია წარმოდგენილი, თქვენი საყვარელი ტკბილეულობა რა იყო და რა გახსენდებათ უპირველეს ყოვლისა?

0
344
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
344
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0