x
image
მანანა თურმანიძე
რუსეთი აღიარებს, რომ პუტინის ომის გამო ეკონომიკური კოლაფსი ემუქრება
image


რუსეთის ეკონომიკა ისეთ უმძიმეს კრიზისში ჩავარდა დასავლეთის სანქციებთან შეეჯახების გამო, როგორიც არ უნახავს ბოლო სამი დეკადის განმავლობაში - იკითხება კრემლის პროგნოზების გაჟონილ ფაილში.


რუსეთის ფინანსთა სამინისტრო პროგნოზირებს მშპ-ს 12 %-ით შემცირებას წელს, რაც ყველაზე დიდი კლებაა 1994 წლიდან, როდესაც ის კაპიტალიზმზე გადავიდა ბორის ელცინის - პირველი პოსტსაბჭოთა პრეზიდენტის დროს. ეს კოლაფსი წაშლის დაახლოებით ათი წლის ეკონომიკურ ზრდას.


ზემოთაღნიშნული გამოიწვევს ზეწოლას ვლადიმირ პუტინზე, რომელიც ორშაბათს ხელმძღვანელობდა რუსეთის გამარჯვების დღის ყოველწლიური აღლუმის შემცირებულ ვერსიას, ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასასრულის აღსანიშნავად.



რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ მკაცრი სანქციები დაემუქრა, რომლებიც კიდევ უფრო გამკაცრდება, რადგან ბრიუსელი განიხილავს ქვეყნიდან ნავთობის მიწოდების აკრძალვას.


ამან მიიყვანა კრემლი დეფოლტის ზღვარზე მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ძლივს აიცილა თავიდან საგარეო ვალის გადაუხდელობა, პირველად ერთი საუკუნის წინანდელი ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ.


კრემლს ჯერ არ გამოუქვეყნებია საჯარო ეკონომიკური პერსპექტივის ხედვა, მაგრამ ფინანსთა სამინისტროს მონაცემები, რომელიც ბლუმბერგმა (Bloomberg) გამოაქვეყნა, უფრო პესიმისტურია, ვიდრე ცენტრალური ბანკის პროგნოზები წლევანდელი 8-10%-იანი ვარდნის შესახებ.


საერთაშორისო სავალუტო ფონდი 8, 5%-ით კლებას ელის. საშინელი ციფრები გამოიკვეთა, როდესაც ბატონი პუტინი მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმზე გამოჩნდა.


პრეზიდენტმა მისი გამოსვლა არ გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგ ომის ოფიციალურად გამოსაცხადებლად ან უფრო დიდი მობილიზაციისკენ მოსაწოდებლად და განაგრძო კონფლიქტის „სპეციალურ ოპერაციად“ მოხსენიება.


ევერკორის (Evercore) ანალიტიკოსმა, კრიშნა გუჰამ, თქვა, რომ ბ-ნი პუტინი "სიფრთხილით ეკიდება ომის საშინაო მხარდაჭერის რისკს მასობრივი გაწვევის გზით".


იმავდროულად, ევროპელი ოფიციალური პირები დაკავებულნი არიან მოლაპარაკებით, თუ როგორ გააგრძელონ რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვების აკრძალვა.


გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისია განიხილავს დამატებითი თანხების შეთავაზებას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ზღვაზე გასასვლელი, რათა მხარი დაუჭირონ აკრძალვას, რომელიც უნგრეთის მკაცრ წინააღმდეგობას აწყდება.


ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა უკვე დადეს პირობა, რომ უარი თქვან რუსულ ნავთობზე და ევროპის ქვეყნები ასევე ცდილობენ მოსკოვიდან გაზის მიწოდების შეწყვეტას. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა არაერთხელ შეამცირა საპროცენტო განაკვეთები ბოლო რამოდენიმე კვირის მანძილზე, რომელიც კონფლიქტის დაწყებისას გაზარდა.


აპრილის ბოლოს, გამოსვლისას, გუბერნატორმა ელვირა ნაბიულინამ გააჟღერა გაფრთხილება რუსეთში მძიმე რეცესიის, ფასების ზრდისა და შრომის ბაზრის სერიოზული შეფერხების შესახებ. მისი თქმით, რუსეთის ეკონომიკა სავარაუდოდ 2023 წელს სტაგნაციაში დარჩება.


ოფიციალურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ რუსეთის ეკონომიკა პირველ კვარტალში 3, 7%-ით გაიზარდა, მაგრამ ქალბატონმა ნაბიულინამ თქვა, რომ ეს დროებითი გაძლიერება გამოწვეული იყო საქონლის მარაგებით.


რუსეთის ეკონომიკა 2020 წელს, პანდემიის პირველ წელს, 3%-ით შემცირდა, ხოლო 2009 წელს 7, 8%-ით, გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე. ბიზნესის გამოკითხვები მიუთითებს, რომ აქტივობა მცირდება, რადგან სანქციები მოთხოვნის შემცირებას იწვევს.


ხელმძღვანელები სულ უფრო პესიმისტურად არიან განწყობილნი მათ წინაშე არსებული პირობების მიმართ, რადგან ისინი ამცირებენ სამუშაოს ჩამორჩენას შეკვეთების შემცირების ფონზე.


ეს&ფი გლობალ-ის (S&P Global) შესყიდვების მენეჯერების ინდექსის უახლესი მონაცემების მიხედვით, კომპანიები ათავისუფლებენ პერსონალს და ცდილობენ შეამცირონ ხარჯები, რადგან ისინი ებრძვიან მზარდი ხარჯების ინფლაციას.


მსოფლიოს რამოდენიმე უმსხვილესი გადამზიდავი კომპანია ბოიკოტს უცხადებს რუსეთს, რაც ამძაფრებს ინფლაციას და ქვეყანაზე მიწოდების ზეწოლას.


გოლდმან საკს-ის (Goldman Sachs) მიერ მოპოვებული გამოკითხვის მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთში ეკონომიკური აქტივობის სტაბილიზება დაახლოებით 10%-ით უფრო დაბალია, ვიდრე შეჭრამდე.


„საერთო ჯამში, საშუალოვადიან პერსპექტივაში, მოვლენების განვითარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად შეძლებს რუსეთი იმპორტის ჩანაცვლებას და (ენერგიის) ექსპორტის გადამისამართებას“, - თქვა ანალიტიკოსმა კლემენს გრაფმა.


finance.yahoo.com

1
68
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
68
  
2022, 11 მაისი, 13:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1