x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ბელარუსი უკრაინის საზღვარზე "სპეციალური ოპერაციების" ძალებს აგზავნის

image
ბელარუსის სამხედრო ხელმძღვანელობამ დაიწყო ჯარების საბრძოლო მზადყოფნის "სასწრაფო" შემოწმების მეორე ეტაპი და გენერალურ შტაბს სურს უპასუხოს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ შექმნილ "საფრთხეს" სასაზღვრო ხაზის გასწვრივ.

ბელარუსის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის განცხადება: „უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სამხრეთით შექმნილი დაჯგუფება, რომელიც 20 000-მდე ადამიანის საერთო რაოდენობას მოიცავს, მოითხოვს ჩვენგან პასუხს. ბელორუსის რესპუბლიკის სამხრეთ მიმართულებით უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები განლაგებულია სამი ტაქტიკური მიმართულებით“.

ბელორუსის სამხედროებმა განათავსეს ქვედანაყოფების ოპერატიული დაჯგუფებები საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო ძალებთან ერთად დასავლეთში პოლონეთის საზღვრის გასწვრივ, ჩრდილო-დასავლეთით ლიტვას საზღვართან და სამხრეთით უკრაინის მიმართულებით.

გენერალური შტაბი საფრთხეს ხედავს ნატოს წევრი ქვეყნების ფლოტის ბალტიის ზღვაში განთავსებით და ჯარების გადაჯგუფებაში პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში.

ბელარუსის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის განცხადება:
„ეს ყველაფერი დაგეგმილია, როგორც ადეკვატური პასუხი იმ წვრთნებზე, რომლებიც 1 მაისიდან მიმდინარეობს ნატოს ქვეყნების ტერიტორიაზე „ევროპის დამცველის“ სახელწოდებით

ჩვენ ვხედავთ მათ თითოეულ მოძრაობას, ვხედავთ, რომელი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფებია ჩართული, რომელ პოლიგონზე, რა საკითხების დამუშავებას აპირებენ. გვესმის გარკვეული საფრთხეები, რომლებიც შეიძლება მოდიოდეს მათგან, ჩვენ ადეკვატურად ვუპასუხებთ, გამოვყავით შესაბამისი ჯარები ამ მიმართულებით“.

ლუკაშენკომ განმარტა, რომ ეს "უეცარი" შემოწმება ტარდება იმისათვის, რათა ბელარუსმა მოამზადოს ჯარები "მოულოდნელი" წინსვლისთვის ომის დაწყების შემთხვევაში. დიქტატორის თქმით, ბელარუსის არმია „ცუდად“ არ მუშაობს და 10 წლის წინ დაწყებულმა სამხედრო ნაწილების მობილურობის რეფორმამ შედეგი გამოიღო. ბელარუსის სამხედროების თქმით, მათი ქვეყნის საზღვრებთან, ძირითადად პოლონეთში, ნატოს ქვეყნებმა განალაგეს დაახლოებით 40 ათასი ჯარისკაცი, ეს სავარაუდოდ საფრთხეს უქმნის ბელარუსის უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას.

დაახლოებით 13:50 წუთზე (კიევის დროით) თვითმხილველებმა შენიშნეს სამხედრო კოლონის მოძრაობა მინსკის მიმართულებით ბობრუისკში. კოლონას თან ახლდა ბელორუსის საგზაო პოლიციის მანქანები.
image

16
86
6-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
86
  
2022, 11 მაისი, 16:50
ამიტომაც ვამბობ, მგელს უფრო ენდობი ვიდრე რუსს...
2022, 11 მაისი, 16:48
საბჭოთა კავშირი თუ აფინანსებდა საქართველოს ისევ და ისევ თავის სასარგებლოდ. გიორგიევსკის ტრაქტატი თავზე გადაგვახიეს და ერეკლე მეორის შვილი ალექსანდრე ირანში გაიქცა, ამბობდა მოგვატყუებენ რუსებიო... ააკლებინეს ლეკებს თვილისი და შემდეგ შემოიყვანეს ჯარი. ეს იგვიეა კაცს სახლი, რომ გაურემონტო და მერე საკუთრების უფელბა ჩამოართვა...
2022, 11 მაისი, 16:28
რუსთმადიდებლებს რა დალევს, უწიგნურობის ბრალია, ბევრი დღესაც თვლის რომ გეორგიევსკის ტრაქტატმა გადაარჩინა საქართველო და იმას ვერ ხვდება დღვანდელი საქართველოს ზომის ტერიტორიები რომ დაგვაკარგვინა ჯერ რუსეთის იმპერიამ, მერე საბჭოთა კავშირმა და ახლა რუსეთის ფედერაციამ.
სხვათაშორის ბრეჟნევის პერიოდში საქართველო ყოფილა ყველაზე მეტად დაფინანსებული რესპუბლიკა, არ ვიცი რატომ მაგრამ სტატისტიკა ვნახე და ასეა.
მაგრამ ეს წარსულია, აწმყოში კი რუსეთი ოკუპანტი და აგრესორია.
2022, 11 მაისი, 16:19
რუსები კი, მაგრამ მე უფრო იმ ქართველებზე მწყდება გული, რომლებიც ვერ ხვდებიან რა ხდება. ბევრია ასეთი ჩემს ნაცნობთა შორის.
2022, 11 მაისი, 16:16
ამიტომაც არიან ამ დღეში, თან რაა გასაოცარი არჩილ?
ადამიანი ცხოვრობს დანგრეულ და გაპარტახებულ საერთო საცხოვრებელში, პრაქტიკულად მათხოვარია და მაინც პუტინის აგრესიას ამართლებს.
2022, 11 მაისი, 14:27
ურდოს ტრადიციებით ცხოვრობენ და იმიტომ..
2022, 11 მაისი, 14:14
რუსეთზე დიდი და ბოროტი მტერი ჩენს ერს არ ჰყოლია, მონღოლები ჯობდნენ რუსებს.
ისინი ხარკს კრეფდნენ და ხალხს არ აწუხებდნენ, ესენი კი შოვინისტი, გაუმაძღარი, უღირსებო ერია ძირითადად.
ყველაზე მდიდრულად უნდა ცხოვრობდნენ, მაგრამ იმდენად უტვინოები და ღორები არიან თავისი ხალხის მიხედვის ნაცვლად სხვის მიწას ეპოტინებიან.
2022, 11 მაისი, 13:04
დაე იყოს ასე. რუსეთუმეებს, რომ კითხო საქართველო რუსეთის აშენებული ყოფილა და არც ლენდ-ლიზის შესახებ გაუგიათ რაიმე.
2022, 11 მაისი, 12:49
"ლენდ-ლიზმა" გაამარჯვებინა სსრკ-ს გერმანიასთან ბრძოლაში, ახლა უკრაინას გაამარჯვებინებს უპირობოდ.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10