x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
აი "ახალი რუსეთის" სიმბოლო, მარიხუანას "ბარიგა" , ყოფილი საველე მეთაური დონბასში, კაზაკი "ბაბაი" ალექსანდრე მოჟაევი ნარკოტიკების გამო დააკავეს
image

კრასნოდარის მხარეში მცხოვრები ალექსანდრე მოჟაევი რომელიც ცნობილი უფროა მეტსახელით "კაზაკი" და დონბასში სეპარატისტებს შორის საძახისით "კაზაკი ბაბაი" დააკავეს მარიხუანას მოყვანის, მოხმარების და გასაღების გამო (აი ნამდვილი "ახალი რუსეთის" სახე).


ბელორეჩენსკის რაიონულმა სასამართლომ 2014 წელს დონბასელი სეპარატისტების საველე მეთაურს იმდენად შეუსაბამო სასჯელი მიუსაჯა, რომ აშკარად გამოჩნდა თუ როგორ ქვეყანასთან გვაქვს საქმე. დანაშაული რომელიც შესაბამისი სტატიით 5 წლიან სასჯელს ან 300 000 რუბლ ჯარიმას ითვალისწინებს, შეუცვალეს 30 000 რუბლიანი ჯარიმით.


სასამართლომ "გაითვალისწინა", რომ ყოფილ საველე მეთაურს პატარა შვილები ყავს და არც ის დავიწყებიათ თუ "რამხელა დამსახურება" ჰქონდა მას რუსეთის ფედერაციის წინაშე დონბასში უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.



მოჟაევის ეზოში პოლიციამ აღმოაჩინა 47 ძირი კარგად მოვლილი მარიხუანა, რომლებსაც დონბასის "გმირი" თავადაც მოიხმარდა და სხვებზეც ყიდდა.
ეს "სახელგანთქმული" საველე მეთაური მას შემდეგ გახდა ცნობილი რაც მან ჩამოაყალიბა საკუთარ ქალაქ ბელორეჩენსკში კაზაკებისგან ასეული რომელსაც "მგლების ასეული" უწოდა.


ეს ასეული ებრძოდა უკრაინის სამთავრობო ჯარებს დონბასში საკმაოდ აქტიურად, "კაზაკი ბაბაის" სურათებით იყო მოფენილი ყირიმიც და დონბასიც, სადაც მას "ახალი რუსეთის" სიმბოლოდ თვლიდნენ.


"გმირმა" სასამართლოზე ყველაფერი აღიარა და პირობა დადო, რომ მსგავს რამეს მეორედ არ გაიმეორებდა.


ასევე გაითვალისწინეს ყოფილი საველე მეთაურის "მედალ-ორდენების სიუხვეც", რამაც გავლენა იქონია საბოლოო განაჩენზე.


სხვათაშორის "კაზაკ ბაბაის" კონფლიქტი ჰქონდა არცთუ უცნობ და ნაკლებად პოპულარულ საველე მეთაურთან "გივი", რომელთან კონფლიქტში ჩართვამაც "კაზაკი ბაბაი", როგორც საველე მეთაური დაასრულა, "გივის" მხარი დაუჭირა თვითაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა სტრელკოვმა, რომელმაც "ბაბაი" დეზერტირად გამოაცხადა. მას დონბასიდან გაქცევამ მოუწია, მისი ასეულის უმეტესობა ბრძოლის ველზე გაწყდა ან ტყვედ ჩავარდა.


ახლა "ლეგენდარულ კაზაკ ბაბაის" არც ასეული ყავს, არც საველე მეთაურია და 30 000 რუბლის გადახდაც მოუწევს, თან უმუშევარი 3 მცირეწლოვანი ბავშვის მამისთვის ეს მცირე თანხა არაა.


ნათქვამია: "რასაც დასთეს იმას მოიმკიო", დამთავრდება რუსეთ-უკრაინის ომი და "კაზაკი ბაბაი" უკრაინელების ხელით აუცილებლად გაუყვება "გივის" და "მოტოროლას" გზას.


imageimageimageimageimage
ამ ვიდეოში "ბაბაი" ამბობს, რომ სეპარატისტების მხარეს საბრძოლველად ჩადიან აზერბაიჯანელები, ცალკე გამოყო ქართველები და ცალკე მეგრელები.
დავიჯერო ამ ღორმა არ იცის მეგრელი ქართველი რომაა?


დაჯერებაც არ მინდა, რომ ქართველები იბრძვიან სეპარატისტების მხარეს, მაგრამ ზუსტად ვიცი მამა და შვილი, სამწუხაროდ ჩემი მშობლიური კუთხიდან-აფხაზეთიდან ომობს სეპარატისტების მხარეს.


ვიდეო ძველია, "ბაბაი" დონბასში კანონგარეშედაა გამოცხადებული, ცალკე უკრაინას მასზე ძებნა აქვს გამოცხადებული.










0
255
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
255