x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სოლოვიოვის ეთერში ბერიას "გამოჩენილი მენეჯერი" უწოდეს, რომელიც რუსეთს ახლა სჭირდება (ვიდეო)
image

ლავრენტი ბერიაზე პუტინის რუპორის, ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემაში პოლიტოლოგებმა და ექსპერტებმა ისაუბრეს


სატელევიზიო არხზე "რუსეთი -1" ტრადიციულად საღამოობით გადის ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ვლადიმერ სოლოვიოვის პოლიტიკური გადაცემა "საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან ერთად ".


სტუდიაში მორიგი გადაცემის დროს დაისვა კითხვა: „როგორი ლიდერი სჭირდება რუსეთს დღეს, რათა მოსახლეობის ცხოვრებს გამჯობესდეს?"



დისკუსიის დროს პოლიტოლოგმა და სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სემიონ ბაღდასაროვმა ასეთ ადამიანად შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ხელმძღვანელი ლავრენტი ბერია დაასახელა, რომელიც ამ უწყებას 1938 წლიდან 1945 წლამდე ხელმძღვანელობდა


პარლამენტარმა იგი დაახასიათა, როგორც ყველაზე ჰუმანური ლიდერი.


”ჩვენ გვჭირდება ლავრენტი პავლოვიჩ ბერია. გამორჩეული მენეჯერი, გამორჩეული პიროვნება“, - განაცხადა ბაღდასაროვმა.


მას დაეთანხმა ეკონომისტი მიხაილ ხაზინი, რომელიც იხსენებს, რომ მეცნიერ-ფიზიკოსები საუბრობდნენ ბერიაზე, როგორც ხელმძღვანელებს შორის ყველაზე გონიერ და ჰუმანურ ადამიანზე.


ასეთი განცხადებების ფონზე გადაცემის ფრაგმენტი ვირუსული გახდა.


ინტერნეტის მომხმარებლების უმეტესობა არ ეთანხმებიან ექსპერტების განცხადებებს.


ცნობილია, რომ ბერია მართლაც არაერთგვაროვანი პიროვნება იყო. 1938 წელს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ხელმძღვანელად დანიშვნასთან ერთად დასრულდა "დიდი ტერორი" და მოგვიანებით იგი გახდა "დათბობის" იდეოლოგიური ინსპირატორი.


პარალელურად 1937 წელს სომხეთსა და საქართველოში ახორციელებდა პარტიულ წმენდას, იყო გულაგის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მეორე მხრივ როგორც საქართველოს ცკ-ს პირველ მდივანი და ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველ მდივნი ახორციელებდა რეფორმებს, რომელსაც "ეკონომიკური სასწაული" უწოდეს.


რუსები ბერიას გარდაა კიდევ ერთ ქართველს მისტირიან, რამაც შარშანდელმა გამოკითხვამ დაადასტურა.


რუსების 60 პროცენტი დადებითად აფასებს იოსებ სტალინს, ნათქვამია "ლევადა ცენტრის" მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვაში. მათგან 45 პროცენტი პატივისცემით ეპყრობა სტალინს, 10 პროცენტი თანაგრძნობით და 5 პროცენტი აღფრთოვანებით.


სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ რუსეთის მოქალაქეების მიერ სტალინის მოწონების მაჩვენებელი რეკორდული გახდა მსგავსი გამოკითხვების განმავლობაში, რომელსაც "ლევადა ცენტრი" 2001 წლიდან ატარებს.

Лаврентий Берия from Рената Гиматдинова on Vimeo.

3
276
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
276
  
2022, 11 მაისი, 7:58
კი გვყავს, მაგრამ ვერ მოგართვით ნურასუკაცრავად !
2022, 11 მაისი, 7:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 10 მაისი, 17:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3