x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვლადი ისევ მამა ხდება? - დადის ხმები, რომ ალინა კაბაევა ფეხმძიმედაა
image

ვლადიმერ პუტინი შოკირებულია, რადგან მისი საყვარელი ტანმოვარჯიშე კვლავ ორსულად არის, ირწმუნებიან წყაროები.


დიდი ხანია დადის ხმები, რომ 69 წლის პრეზიდენტს 2008 წლიდან საიდუმლო ურთიერთობაა აქვს 38 წლის ოლიმპიური მედალოსან ალინა კაბაევასთან.


image


აცხადებენ, რომ წყვილს უკვე ჰყავს ორი შვილი, რაც პუტინს საჯაროდ არ უღიარებია.


ახლახან რუსულმა საინფორმაციო არხმა General SVR Telegram-მა, რომელსაც სავარაუდოდ, კრემლის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი მართავს, აცხადებს, რომ კაბაევა ისევ ორსულად არის. წერს Daily mail-ი.


მასში ნათქვამია: ”პუტინმა გაარკვია, რომ მისი საყვარელი კვლავ ორსულად არის - და, როგორც ჩანს, ეს არ იყო დაგეგმილი"


„ჩვენ უკვე შეგატყობინეთ, რომ გუშინ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თვითმხილველების თქმით, დეპრესიულად და გარკვეულწილად გარიყულის შთაბეჭდილებას სტოვებდა"(შენიშვნა:საუბარია მისი 9 მაისის აღლუმზე გამოჩენზე)




”ეს გასაგებია, რადგან გუშინ პუტინმა შეიტყო, რომ მისი დიდი ხნის თანამეცხედრე და მისავე შვილების დედა, ალინა კაბაევა ისევ ოსულულადაა, უფრო სწორად, აშკარად უჩვეულო დროში.”


იგივე საინფორმაციო არხი ადრეც აკეთებდა განცხადებებს პუტინის ჯანმრთელობის პრობლემებზე, რაზეც საუბრობდნენ რუსეთშიც.


image

როგორც ამბობენ, პუტინს და კაბაევას პირველი ვაჟი 2015 წელს შვეიცარიაში მაღალი უსაფრთხოების ფონზე შეეძინათ, იტყობინება წყარო, რომელიც კავშირშია მშობიარობის დროს მყოფ ბებიაქალთან.


შვეიცარიული გაზეთის Sonntagszeitung-ის გამოძიების თანახმად, მეორე ვაჟი 2019 წელს მოსკოვში შეეძინა იმავე სპეციალისტის დახმარებით, რომელიც სპეციალურად მოსკოვში გაფრინდა, რათა მშობიარობა ჩაებარებინა.


აპრილის ბოლოს ალინა კაბაევა ხელმძღვანელობდა მისავე სახელობის ფესტივალს, რომელიც მოსკოვში ВТБ Арена-ზე გაიმართა, ყოფილი ტანმოვარჯიშე სიტყვით გამოვიდა პრესის წინ, რომელიც როგორც ჩანს, უკავშირდებოდა საბჭოთა კავშირის გამარჯვებას ფაშიზმზე მეორე მსოფლიო ომში და მან აგრეთვე პარალელი გაავლო უკრაინაში მიმდინარე დღევანდელ მოვლენებთან.


სამარცხვინო Z ნიშნის ფონზე და მკერდზე მიკრული პატრიოტული წმინდა გიორგის ლენტით, კაბაევა მგზნებარე სიტყვით გამოვიდა, როგორც ჩანს, მან მეორე მსოფლიო ომში ნაციზმთან გამარჯვება დაუკავშირა უკრაინაში მიმდინარე დღევანდელ მოვლენებს.

image


”ეს არის თემა, როგორც ხედავთ ისტორია მხოლოდ წარსულში არ რჩება. ის კვლავ ჩვენთან არის, ” - თქვა მან, რითაც აშკარად პარალელი გაავლო მიმდინარე ომზე.

1
601
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
601
  
2022, 18 მაისი, 23:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1