x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ორმაგი ტრაგედია - მომღერალ ნიკ კეივს მეორე შვილიც მოუკვდა
image

ნიკ ქეივის ვაჟი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა - შვიდი წლის შემდეგ, რაოდესაც მისი 15 წლის ნახევარძმა კლდიდან გადმოვარდნის შემდეგ ტრაგიკულად დაიღუპა.


მოდელი და მსახიობი ჯეტრო ლაზენბი, რომელიც მელბურნში ცხოვრობდა, ციხიდან სიკვდილამდე ორი დღით ადრე გაათავისუფლეს.



დღევანდელ განცხადებაში მისტერ კეივმა თქვა: „დიდი მწუხარებით შემიძლია დავადასტურო, რომ ჩემი ვაჟი, ჯეტრო გარდაიცვალა.



„ამ დროს მადლობელი ვიქნებით ოჯახის კონფიდენციალურობისთვის“.


ავსტრალიელ მომღერალს პირველად ტრაგედია 2015 წლის ივლისში დაატყდა თავს, როდესაც მისი 15 წლის ვაჟი არტური დაიღუპა კლდიდან ჩამოვარდნის შემდეგ ოვინგდეანში, ბრაიტონთან ახლოს.

image

მოზარდი, რომელიც მისტერ კეივისა და მისი მეუღლის სუზის ვაჟი იყო, ჰალუცინოგენური ნარკოტიკული საშუალების LSD-ის მიღების შემდეგ 60 ფუტის სიმაღლიდნ გადმოვარდა.


მისმა ოჯახმა ბიჭუნა დაახასიათა, როგორც "ლამაზი, ბედნიერი, მოსიყვარულე ბიჭი".შვილის სიკვდილმა ნიკ კეივს შთააგონა ორი ალბომი, Skeleton Tree და Ghosteen და 2016 წლის დოკუმენტური ფილმი One More Time With Feeling.

image

ჯეტრო, რომელიც კეივს 1991 წელს შეეძინა მოდელ ბო ლაზენბისგან რამდენიმე წლის განმავლობაში აწყდებოდა პირად პრობლემებს, რაც ფსიქიკურ აშლილობაში გამოიხატებოდა.


მან შეასრულა როლები 2007 წელს ფილმში Corroboree და 2011 წელს ფილმში "ჩემი პატარა პრინცესა", რომელშიც მთავარ როლს იზაბელ იუპერი თამაშობდა.


თუმცა, აპრილში ის დააპატიმრეს დედაზე თავდასხმის გამო.



ნიკ კეივი ცნობილია, როგორც მუსიკოსი, მომღერალი და მწერალი, ასევე მისი სიმღერები გამოყენებულია 30 მეტ ფილმში, ასევე არის ფილმის სცენატრისტიც.მსოფლიო ჰიტად იქცა ნიკ კეივის კომპოზიცია "Where the Wild Roses Grow", რომელიც კაილი მინოუგთან ერთად არის ჩაწერილი.


0
150
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0