x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134494
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
გერმანიის კანცლერი - "რუსეთი სხვა არჩევანს არ გვიტოვებს"
image
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გერმანიის პროფკავშირების ასოციაციის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი გერმანიას სხვა გზას არ უტოვებს, გარდა იმისა, რომ უკრაინას მიაწოდოს იარაღი და სამხედრო ტექნიკა. ამის შესახებ TASS-ი წერს.


"რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სხვა არჩევანს არ გვიტოვებს” - ხაზგასმით აღნიშნა შოლცმა და აღნიშნა, რომ ბერლინი გააგრძელებს კიევის ყოვლისმომცველ მხარდაჭერას.


გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარის მოადგილე კატრინ გერინგ-ეკარდტმა თავის მხრივ უკრაინაში გაგზავნილი დახმარების რაოდენობას არასაკმარისი უწოდა. მისი თქმით, აუცილებელია იარაღის მიწოდების გაზრდა, იუწყება TASS.


„ვფიქრობ, რომ ამ მომენტისთვის ეს არ არის საკმარისი უკრაინისთვის და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მივაწოდოთ ყველაფერი, რისი გადაცემაც შეგვიძლია ევროპელ პარტნიორებთან ერთად.“- განაცხადა გერინგ-ეკარდტმა.



ოლაფ შოლცმა ადრე განაცხადა, რომ საერთაშორისო დონეზე ახლა შენარჩუნებულია „საშიში, მართლაც დრამატული ვითარება, “ რომლის დროსაც აუცილებელია ვიმოქმედოთ „სიფრთხილით და წინდახედულებით.“

0
73
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0