x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ფილმები, რომლებშიც ამ ცნობილი სახეების გამოჩენას არავინ ელოდა

image


კინორეჟისორები საკუთარი ფილმების წარმატებისთვის ბევრ რამეზე მიდიან. ზოგიერთი მათგანი მაყურებელთა კიდევ უფრო მეტი დაინტერესებისთვის არაერთ გზას მიმართავს - ზოგი ყველაზე არასტანდარტულ როლებზე ცნობილი მსახიობების მიწვევას ცდილობს, ზოგიც კი, ეპიზოდურ როლებზე ისეთ წარმატებულ სპორტსმენებს, მომღერლებსა თუ ბიზნესმენებს იწვევს, რომლებსაც კინოს სამყაროსთან არანაირი შეხება არ აქვს. დღევანდელ სტატიაში სწორედ ასეთ შემთხვევებს განვიხილავთ. მაშ ასე...




დევიდ ბექჰემი, "მეფე არტური"


image


გამოცემა "Telegraph"-ის თქმით, დევიდ ბექჰემი ფილმ "მეფე არტურში" შესრულებული ეპიზოდური როლისთვის დაცინვის ობიექტიც კი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული ფეხბურთელი რეჟისორ გაი რიჩის დრამაში სულ მცირე ხნით ჩნდება, ფილმში რამდენიმე რეპლიკა მას მაინც აქვს. ერთ - ერთ კადრში ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი არტურს (ჩარლი ჰანემს) უხსნის, თუ როგორ უნდა მოიპოვოს მან ლეგენდარული ხმალი.




პოლ მაკარტნი, "კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრები ზღაპრებს არ ჰყვებიან"


image


ჯგუფ "Beatles"-ის წევრი, სერ პოლ მაკარტნი გრიმის საშუალებით იმდენად იყო შეცვლილი, რომ ლეგენდარული მუსიკოსის ამოცნობა ამ მეკობრეში სულაც არ გახლდათ ადვილი.




დონალდ ტრამპი, "მარტო სახლში 2: ნიუ–იორკში დაკარგული"


image


ფილმის მთავარი გმირი კევინი ძვირადღირებული სასტუმროს ერთ-ერთ სტუმარს გზას ეკითხება, ამ უცნობის როლს სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ასრულებდა.




ილონ მასკი, "რკინის კაცი 2"


image


კომპანია "Tesla"-ს აღმასრულებელი დირექტორი და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი რეჟისორ ჯონ ფავროს ძმაფრსიუჯეტიან ფანტასტიკაში არა მხოლოდ რამდენიმე წამით გამოჩნდა, არამედ ის მის შემქმნელებსაც დაეხმარა. მასკის იმიჯი ტონი სტარკისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. ამერიკელმა ბიზნესმენმა ფილმის გადამღებ ჯგუფს საკუთარი კომპანიის "SpaceX"-ის ტერიტორიაზე გადაღების უფლებაც მისცა, და თან სრულიად უფასოდ.




მაიკლ ჯექსონი, "ადამიანები შავებში 2"


image


პოპ - მუსიკის მეფედ აღიარებულ მაიკლ ჯექსონს იმდენად მოეწონა 1997 წელს რეჟისორ ბარი ზონენფელდის მიერ გადაღებული მძაფრსიუჟეტიანი ფილმი - "ადამიანები შავებში" რომ გადაწყვიტა ფილმის მეორე ნაწილში მონაწილეობა თავადაც მიეღო. ასე ერგო ლეგენდარულ მომღერალს აგენტი M -ის როლი.





ჯეფ ბეზოსი, "ვარსკვლავური გზა: უსასრულობა"


image


"Amazon"-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, სტარტრეკის სამყაროს დიდი ხნის გულშემატკივარია. პლანეტის უმდიდრესმა ადამიანმა ერთ-ერთ ფილმში ეპიზოდური როლის მიღებაც კი შეძლო, თუმცა დამეთანხმეთ რომ გრიმში მისი ამოცნობა არც თუ იოლი საქმეა.




მადონა, "მოკვდი სხვა დროს"


image


ამერიკელმა პოპ-მუსიკოსმა ბონდიანას მეოცე ფილმში არა მხოლოდ მოფარიკავის როლი მოირგო, არამედ კინოფილმის მთავარი სიმღერაც შეასრულა.




მაიკ ტაისონი, "წვეულება ვეგასში"


image


ლეგენდარული მოკრივე ფილმში, რომელშიც ის საკუთარ თავს განასახიერებს ეკრანზე სულ ცოტა ხნით ჩნდება. ამ ბრწყინვალე კომედიაში არა მხოლოდ თავად კადრებია შესანიშნავი, არამედ ისიც რაც მის მიღმა ხდება, და ამას გადასაღებ მოედანზე გადაღებული ფოტოებიც ადასტურებს.








0
314
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
314