x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
8 საოცარი ფაქტი ახალშობილზე, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ
8 საოცარი ფაქტი ახალშობილზე, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ:


1.ახალშობილებს ძალიან სუსტი მხედველობა აქვთ: მხოლოდ დიდ საგნებს ხედავენ და მათაც იმ შემთხვევაში, თუ მათგან ახლოს მდებარეობს. ყველაზე კარგად 20-40 სმ-ის დისტანციაზე ხედავენ. ზუსტად ამ მანძილითაა დაშორებული დედის სახე ძუძუს წოვების დროს. ახალშობილები ზოგიერთ ფერსაც ვერ არჩევენ: ყვითელისა და მწვანე სპექტრის ფერებს აღიქვამენ, ცისფერს კი მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ.


2.თითქმის ყველა ახალშობილს თვალის მოლურჯო ფერი აქვს, მხოლოდ ასაკთან ერთად იღებს იმ ფერს, რაც მოზრდილობაში ექნება. სამაგიეროდ, ზომა თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ ეცვლებათ.


3.ახალშობილი კანის საშუალებით 8-ჯერ უფრო მეტ ჟანგბადს ითვისებს, ვიდრე მოზრდილის ორგანიზმი.



4.ახალშობილს უფრო ძლიერად შეუძლია ხელი ჩაჭიდოს რაიმე ნივთს, ვიდრე ცოტა მოზრდილს. თუ თითებზე ჩაგეჭიდათ, ამას აუცილებლად იგრძნობთ. 3-4 თვისთვის ეს რეფლექსი იკარგება.


5.ყოველ 3 წამში დედამიწაზე ერთი ახალშობილი ევლინება ქვეყნიერებას. დღეში ეს ციფრი 250 000-ს აღწევს.


6.ახალშობილები უცრემლოდ ტირიან. საცრემლე ჯირკვლები მხოლოდ მეორე თვიდან იწყებენ ფუნქციონირებას.


7.ჩვილს შეიძლება თავის უცნაური ფორმა ჰქონდეს, წაგრძელებული ან ოდნავ წაწვეტებული. ეს სამშობიარო გზების ბრალია. თავის ქალის ძვლები ჯერ რბილია და ზეწოლის გამო ფორმას იცვლიან.


8. ახალშობილი ღიმილს მეორე თვიდან ისწავლის, უფრო ზუსტად - მე-6 კვირიდან. როგორც წესი, ნაცნობი სახის დანახვისას იღიმის.

0
140
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0