x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134046
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„მას ყველა დონეზე წარმატების მიღწევის ყველაზე მაღალი შანსები ეძლევა“ - ვის გაუმართლებს 11 მაისიდან სასწაულად
„11 მაისიდან 28 ოქტომბრამდე ვერძისა და მისი მონათესავე ნიშნებისთვის ბედნიერებისა და გამარჯვების პერიოდი იწყება“, - ამის შესახ „იმედის დილაში“ ასტროლოგმა -მიხეილ ცაგარელმა განაცხადა.


მისი თქმით, გამარჯვების მმართველი პლანეტა იუპიტერი ოთხშაბათს, 11 მაისს ვერძის ზოდიაქოში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერძის მონათესავე ნიშნებსაც ელით პოზიტიური სხივი, რომელიც 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება.


„როცა დიდი ბედნიერებისა და გამარჯვების პლანეტა გადადის ვერძის ზოდიაქოში, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერძს ყველა დონეზე, წარმატების მიღწევის ყველაზე მაღალი შანსები ეძლევა“, – აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.


რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს; მათი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება:


ვერძი - მათთვის პრობლემაა ფინანსური საკითხი. ცოტა ყურადღებით იყავით, რადგან მოიმატებს ფინანსური დანახარჯი. არავითარი კაპიტალდაბანდება, არავითარი საყიდლები ამ კვირაში. სიტუაცია უფრო გამოსწორდება 16 რიცხვის შემდეგ. ენერგოტონუსი ცოტა დაბალია, ამიტომ დაისვენეთ, არ გადაიღალოთ და სარისკო მოქმედებებს მოერიდეთ.


კურო - ენერგოტონუსი მაღალი გაქვთ, ხართ ძალიან შემოქმედებითი, გაქვთ წარმატების დიდი შანსები, თუმცა მატულობს სიჯიუტე და უშვებთ შეცდომებს. მატულობს ლტოლვა ძალაუფლებისადმი და ეგოიზმთან ერთად დიქტატორული ტენდენციები, რამაც შესაძლოა დაგიძაბოთ ურთიერთობები. ამ თვისებებს მაქსიმალური კონტროლი გაუწიოთ, არ აჰყვეთ ცდუნებებს.

ტყუპები - ენერგოტონუსი ყველაზე დაბალი გაქვთ. შეცდომების, ცდუნებების, ფარული მტრების, ჭორების და ინტრიგების ალბათობა ძალიან მაღალია. არანაირი შეხვედრები, მოლაპარაკებები და კონტაქტები, ცოტა ხანი თავი შეიკავეთ და დაისვენეთ. შემდეგ კვირიდან დაიწყება თქვენთვის საუკეთესო პერიოდი.

კირჩხიბი - „ზე“ ემოციური ნიშნები არიან და ენერგოტონუსი მაღალია, თუმცა წყალქვეშა დინებებმა შეიძლება შეუცვალონ ცხოვრების რიტმი. თქვენს მეგობრებს და ნაცნობებს პრობლემები ექმნებათ და თქვენი ყურადღება და ფინანსები მათ მიმართ იქნება გადართული. გიჩნდებათ შინაგანი ქაოსი, ნუ იქნებით ზედმეტად ხისტი, ეცადეთ არ გადავარდეთ დეპრესიულ ელემენტებში და მოერიდეთ ცუდი აზრების წარმოჩენას თქვენს გონებაში.

ლომი - ენერგოტონუსი დაბალია. გაციებისა და დაპირისპირების ტენდენცია მაღალი გაქვთ. ნუ იქნებით ზედმეტად ჯიუტი, გაითვალისწინეთ სხვათა ინტერესები, წინააღმდეგ შემთხვევაში გელით დაპირისპირება.

ქალწული - ხართ ენერგიულები, აქტიურები და შრომისუნარიანები. შეგიძლიათ პარტნიორულ ურთიერთობებსა და ინდივიდუალურ საქმიანობაში წარმატებული იყოთ, თუმცა დილემის წინაშე დგახართ. ბევრი საქმე გაქვთ. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და სწავლისთვის.

სასწორი - ენერგოტონუსი დაბალია, ფინანსური პრობლემები მაღალი გაქვთ, თუმცა მთავარია არ აჰყვეთ დეპრესიულ მომენტებს. კარგი იქნება ინდივიდუალური შემოქმედება და არა კოლექტიური ძალისხმევა.

მორიელი - კარგი პერიოდია ძველი პარტნიორებისა და ტოქსიკური ურთიერთობების მოშორებისთვის. ენერგოტონუსი მაღალი გაქვთ, ინტუიცია მაღალია, წარმატების შანსები მაღალი გაქვთ, მაგრამ მთავარია ზედმეტი არ მოგივიდეთ. არ მოიშოროთ ის ადამიანებიც, რომელთან ურთიერთობაც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კარგად გაიაზრეთ ვინ არის მოსაშორებელი და ვინ არა.

მშვილდოსანი - ენერგოტონუსი ძალიან დაბალი გაქვთ. გამოიძინეთ, კარგად დაისვენეთ. ხდებით ზედმეტად კრიტიკული და წვრილმანებზე ჩაძიებული. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მათ შორის ნაწლავთა სისტემას, რომელიც ახლა სუსტდება. გაუფრთხილდით ღვიძლს, ნაღვლის ბუშტს და ნაწლავთა სისტემას.

თხის რქა - ძალიან ენერგიული ხართ და ახალი ურთიერთობები გელით. შესაძლოა მიიღოთ მონაწილეობა კონკურსებში წარმატებით, მაგრამ ახალი რომანტიკული ურთიერთობები შეიძლება გამოჩნდეს და ამან დაგინგრიოთ ძველი ურთიერთობა.

მერწყული - შეგიძლიათ ახალი გეგმების დასახვა, განახორციელეთ მნიშვნელოვანი პროექტები. მთავარი პრიორიტეტი თქვენთვის არის სახლი და ოჯახი. შეიძლება დაიწყოთ რემონტი, დიზაინი გაალამაზო, შეცვალო ინტერიერი და კარგი იქნება მეტი ურთიერთობა ახლობლებთან.

თევზები - კარგი პერიოდი გაქვთ, ენერგოტონუსი და ინტუიცია მაღალია. შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, თუმცა ახალმა ნაცნობებმა შესაძლოა, ტვინი აგირიოთ. არ დაივიწყოთ ძველი სანდო ურთიერთობები. არ იჩქაროთ.image



0
1110
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0