საზოგადოება 9 საინტერესო ფაქტი წყლის შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ 2022, 9 მაისი, 14:35 1.კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ატმოსფეროში უფრო მეტი წყალია, ვიდრე ყველა მდინარის წყალი, ერთად აღებული. 2.ზრდასრული ადამიანის სხეული, დაახლოებით, 70% წყლისგან შედგება, ხოლო ახალშობილის ორგანიზმის 80% წყალია. ადამიანმა ყოველდღიურად 2, 5 ლ. წყალი უნდა მიიღოს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წყალი, ადამიანის ორგანიზმში შხაპის მიღების დროსაც ხვდება. გაუწყლოების შემთხვევაში, პრობლემები იქმნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით: 6-8% დაკარგვის შემთხვევაში, ადამიანს ჰალუცინაციები ეწყება, ხოლო 10-12% დაკარგვისას – კვდება. 3.განვითარებად ქვეყნებში, დაავადებების 80% წყლით გადაცემულ ინფექციებზე მოდის. 4.ფეხმძიმის ორგანიზმში წყლის უკმარისობამ, შეიძლება ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს. 5.პლანეტაზე არსებული წყლის მხოლოდ 1% გამოყენება შეიძლება სასმელად. 6.წყალი ამცირებს გულის შეტევის ალბათობას. კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეში 6 ჭიქა წყალს სვამენ, ნაკლებად ემუქრებათ გულის შეტევის საშიშროება, იმათთან შედარებით, ვინც მხოლოდ 2 ჭიქას სვამს დღეში. 7.წყლის გარეშე ადამიანი ვერ ძლებს დიდი ხნის მანძილზე. წყალი მეორე ადგილზეა, საჭიროების მიხედვით, ჟანგბადის შემდეგ. საკვების გარეშე, ადამიანს 6 კვირა შეუძლია რომ გაძლოს, ხოლო წყლის გარეშე, მხოლოდ 6 დღე. ცხოვრების მანძილზე, 1 ადამიანი, საშუალოდ, 35 ტონა წყალს სვამს. 8.წყალი – უჯრედების ბუნებრივი გამწმენდია: ის ასუფთავებს უჯრედებს მასში დაგროვილი მავნე ნივთიერებისგან და ამარაგებს ვიტამინებით და სხვა საჭირო ელემენტებით. 9.წყალი — ერთადერთი ნივთიერებაა დედამიწაზე, რომლის სიმკვრივე თხევად მდგომარეობაში უფრო მაღალია, ვიდრე მყარში. ამ თვისების გამო, ყინული წყალში არ იძირება და ტბები და წყალსაცავები ფსკერამდე არ იყინება. 74 1-ს მოსწონს
|