x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134345
  • ვიდეო:352365
  • სურათი:508425
9 საინტერესო ფაქტი წყლის შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ
9 საინტერესო ფაქტი წყლის შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ


1.კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ატმოსფეროში უფრო მეტი წყალია, ვიდრე ყველა მდინარის წყალი, ერთად აღებული.


2.ზრდასრული ადამიანის სხეული, დაახლოებით, 70% წყლისგან შედგება, ხოლო ახალშობილის ორგანიზმის 80% წყალია. ადამიანმა ყოველდღიურად 2, 5 ლ. წყალი უნდა მიიღოს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წყალი, ადამიანის ორგანიზმში შხაპის მიღების დროსაც ხვდება. გაუწყლოების შემთხვევაში, პრობლემები იქმნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით: 6-8% დაკარგვის შემთხვევაში, ადამიანს ჰალუცინაციები ეწყება, ხოლო 10-12% დაკარგვისას – კვდება.


3.განვითარებად ქვეყნებში, დაავადებების 80% წყლით გადაცემულ ინფექციებზე მოდის.



4.ფეხმძიმის ორგანიზმში წყლის უკმარისობამ, შეიძლება ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს.


5.პლანეტაზე არსებული წყლის მხოლოდ 1% გამოყენება შეიძლება სასმელად.


6.წყალი ამცირებს გულის შეტევის ალბათობას. კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეში 6 ჭიქა წყალს სვამენ, ნაკლებად ემუქრებათ გულის შეტევის საშიშროება, იმათთან შედარებით, ვინც მხოლოდ 2 ჭიქას სვამს დღეში.


7.წყლის გარეშე ადამიანი ვერ ძლებს დიდი ხნის მანძილზე. წყალი მეორე ადგილზეა, საჭიროების მიხედვით, ჟანგბადის შემდეგ. საკვების გარეშე, ადამიანს 6 კვირა შეუძლია რომ გაძლოს, ხოლო წყლის გარეშე, მხოლოდ 6 დღე. ცხოვრების მანძილზე, 1 ადამიანი, საშუალოდ, 35 ტონა წყალს სვამს.


8.წყალი – უჯრედების ბუნებრივი გამწმენდია: ის ასუფთავებს უჯრედებს მასში დაგროვილი მავნე ნივთიერებისგან და ამარაგებს ვიტამინებით და სხვა საჭირო ელემენტებით.


9.წყალი — ერთადერთი ნივთიერებაა დედამიწაზე, რომლის სიმკვრივე თხევად მდგომარეობაში უფრო მაღალია, ვიდრე მყარში. ამ თვისების გამო, ყინული წყალში არ იძირება და ტბები და წყალსაცავები ფსკერამდე არ იყინება.


0
74
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0